საქართველო სულ უფრო მეტად აცნობიერებს, რომ არ სურს, რუსეთისთვის საფრთხის პლაცდარმად იქნეს გამოყენებული. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის ვიცე-პრემიერმა, ალექსეი ოვერჩუკმა განაცხადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „რეპრესიები რეორგანიზაციის სახელით“ - თელავის უნივერსიტეტიდან 5 პროფესორი გაათავისუფლეს
- 2 თავდაცვის ყოფილი მინისტრის მოადგილე და ნათესავი დააკავეს 1.3 მლნ-ის გაფლანგვის ბრალდებით
- 3 თეა წულუკიანი ნანუკა ჟორჟოლიანს ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივის
- 4 ნათესავებმა თბილისში იპოვეს ჩეჩნეთიდან ოჯახში ძალადობას გამოქცეული ქალი და მისი წაყვანა სცადეს
- 5 სტრასბურგის სასამართლომ გამოაქვეყნა კითხვები მზია ამაღლობელის საქმეზე
- 6 რუსეთი ალეკო ელისაშვილს დაუსწრებლად ასამართლებს უკრაინაში ბრძოლისთვის
„თუ საქართველოს შეხედავთ... ისინი სულ უფრო და უფრო მეტად აცნობიერებენ, რომ საქართველო დამოუკიდებელი სუვერენული სახელმწიფოა, რომელიც მეზობლებთან მშვიდობიანად ცხოვრებისკენ მიისწრაფვის. მათ ესმით, რომ არ სურთ გამოყენებული იქნენ როგორც პლაცდარმი რუსეთის ფედერაციისთვის საფრთხის პროექციისთვის“, - განაცხადა ოვერჩუკმა და დაამატა, რომ ამ ტენდენციას კარგი გამოძახილი აქვს მოსკოვსა და თბილისს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ზრდაზე, კერძოდ, ტურიზმის სფეროში.
„ეს არის ის, რისკენაც ორივე მხარე მიისწრაფვის“, - აღნიშნა რუსეთის ვიცე-პრემიერმა.
საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა არაერთხელ განაცხადეს, თითქოს, დასავლეთს საქართველოს ომში ჩართვა და რუსეთისთვის „მეორე ფრონტის“ გახსნა სურს. ამ საკითხზე „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმაც ისაუბრა. „საქართველოს მიმართ გლობალური ომის პარტიის აგრესიის მთავარი მიზეზი ისაა, რომ დიდი ძალისხმევის მიუხედავად, საქართველო მეორე ფრონტად ვერ აქცია, რასაც ხელისუფლებაში აგენტურის დაბრუნების პირობებში ძალიან მარტივად მიაღწევდა“, - განაცხადა ივანიშვილმა 29 აპრილს, მხარდამჭერების წინაშე გამოსვლისას.
აღსანიშნავია, რომ რუსეთის ხელისუფლებამ მხარი დაუჭირა საქართველოში „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონის მიღებას. მათი ნარატივი იმის შესახებ, რომ კანონი სუვერენიტეტის გაძლიერებას ემსახურება, პრემიერ-მინისტრის და „ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებებთან თანხვედრაში იყო.
