საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ბოლომდე დაიცავენ“ ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსულ კანონს, რომელსაც ქვეყნის პარტნიორები აკრიტიკებენ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რუსეთის 2 361 მოქალაქეს მიანიჭეს საქართველოს მოქალაქეობა 2024 წელს
- 2 თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად ლაშა გოგნიაშვილი დაინიშნა
- 3 კობახიძე რუსეთის ხსენების გარეშე 9 აპრილზე პასუხისმგებლად „უცხოურ ძალას“ აცხადებს
- 4 რა წერია უცხოური გრანტების წინააღმდეგ „ქართული ოცნების“ კანონპროექტში
- 5 აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე, 9 აპრილის მემორიალთან ღამე გაათენეს
- 6 ბრიტანეთმა ადამიანის უფლებების დარღვევის გამო „ოცნების“ 4 მაღალჩინოსანი დაასანქცირა
„ეს არ არის ერთი ჩვეულებრივი კანონი. ეს ხაზგასმით უნდა ითქვას. ეს არის კანონი გამჭვირვალობის შესახებ, რაც, რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანეს წვლილს შეიტანს ჩვენი სუვერენიტეტის შემდგომ განმტკიცებაში. აქედან გამომდინარე, მე ამ კანონს ვუწოდებდი სუვერენიტეტის კონსტიტუციას.
ეს კანონი რეალურად არის საქართველოს სუვერენიტეტის კონსტიტუცია. ამიტომ არ მოსწონთ ვიღაც ვიღაცებს. ვიღაცებს არ სურთ იხილონ საქართველო უფრო მეტად ძლიერი, უფრო მეტად სუვერენული, თუმცა ეს ჩვენი სახელმწიფოს ინტერესია. ამიტომ ჩვენ ბოლომდე დავიცავთ იმ კანონს, რასაც ვუწოდებდი სუვერენიტეტის კონსტიტუციას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ე.წ. აგენტების კანონი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად აცხადებს იმ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებს, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული. ასეთი ორგანიზაციები ვალდებულები არიან აგვისტოში განცხადებით მიმართონ საჯარო რეესტრის სააგენტოს და უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაცია მოითხოვონ. რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან საფინანსო დეკლარაციის დადგენილ ვადაში წარუდგენლობა გამოიწვევს დაჯარიმებას 25 000 ლარის ოდენობით. კანონი იუსტიციის სმაინისტროს მოთხოვნების შეუსრულებლობისთვის დამატებით ითვალისწინებს 10 000 და 20 000 ლარის ოდენობით ჯარიმებს.
კანონის სამიზნე ორგანიზაციები არ აპირებენ დაემორჩილონ რუსულ კანონს. მათი ნაწილი კანონს საქართველოს საკონსტიტუციო და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოებში გაასაჩივრებს.
ამ თემაზე:
ეუთო/ოდირი: „აგენტების კანონი“ დემოკრატიულ სტანდარტებთან და ადამიანის უფლებებთან შეუთავსებელია
