ევროკავშირმა საქართველოში მდებარე ყულევის პორტი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტიდან ამოიღო. გადაწყვეტილება მას შემდეგ შეიცვალა, რაც საქართველოს ხელისუფლებამ და პორტის ოპერატორმა (აზერბაიჯანული „სოკარი“) კონკრეტული ვალდებულებები აიღეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მზია ამაღლობელის მესამე სარჩელი სტრასბურგში პოლიციის მხრიდან სასტიკ მოპყრობას ეხება
- 2 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტი 1-ელი აპრილიდან აიკრძალება
- 3 კობახიძე ეთნიკური ქართველებისთვის მოქალაქეობის მიღების გამარტივებას აანონსებს
- 4 ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის სიკვდილი დადასტურდა
- 5 მოზარდზე ძალადობისთვის გლდანი-ნაძალადევის პოლიციის უფროსის მოადგილე დააკავეს
- 6 დასანქცირების შემდეგ ტელეკომპანია „იმედი“ აცხადებს, რომ საკუთარ ბანკს შექმნის
ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, დევიდ ო’სალივანის წერილის მიხედვით, ყულევის პორტი საფრთხის ქვეშ იყო: რუსული ნავთობის საზღვაო ტრანსპორტირებაში მისი შესაძლო როლისა და პორტში „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერების შესვლის გამო.
ო’სალივანი განმარტავს, რომ საწყისი პოზიცია გადაიხედა პოზიტიური ვალდებულებების გამო:
„მივესალმები თქვენს ვალდებულებას იმის თაობაზე, რომ საქართველო არ მისცემს ევროკავშირის მიერ სანქცირებულ ხომალდებს თავის პორტებში შესვლის ან სერვისების მიღების უფლებას, ასევე კომპანია „სოკარის“ ვალდებულებას, რომ იგი თავის საქმიანობას ევროკავშირის შესაბამისი სანქციების მკაცრი დაცვით განახორციელებს, მათ შორის ფასის ზედა ზღვრისა და რუსულ ნედლ ნავთობსა და მისგან დამზადებულ გადამუშავებულ პროდუქტებზე ევროკავშირის იმპორტის აკრძალვების დაცვის გზით“.
ევროკავშირმა ასევე დადებითად შეაფასა ის ფაქტი, რომ საქართველომ პორტში შესვლაზე უარი უთხრა რუსულ ტანკერს M/T TRUVOR.
ამ დროისთვის ევროკავშირს დასანქცირებული ჰყავს 605 გემი, რომლებიც რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ნაწილს წარმოადგენენ. სანქციების ახალ პაკეტში კიდევ დაახლოებით 40 ხომალდის შეყვანა იგეგმება.
პოზიტიური ძვრების მიუხედავად, ყულევის გარშემო კვლავ არსებობს კითხვის ნიშნები:
2025 წლიდან ყულევში ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ამოქმედდა, რომლის ირგვლივაც რუსულმა დამოუკიდებელმა საგამოძიებო გამოცემა „პროექტმა“ სკანდალური კავშირები გამოააშკარავა. კრემლის კორუფციული სქემების მამხილებელი გამოცემის ცნობით,
ქარხნის მფლობელებს, ბიზნესმენ მაკა ასათიანსა და მის პარტნიორებს პირდაპირი კავშირი აქვთ რუსეთის სამხედრო დაზვერვის (ГРУ) ხელმძღვანელობასთან. კერძოდ, გამოძიება მიუთითებს, რომ ასათიანის ბიზნესპარტნიორის ოჯახის წევრი რუსეთის გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს (ГРУ) უფროსის მოადგილეა.
ამ საეჭვო კავშირების მიუხედავად, ყულევის პროექტს მყარი მხარდაჭერა ჰქონდა საქართველოს ხელისუფლებისა და მასთან დაკავშირებული ფინანსური ინსტიტუტებისგან: ქარხნის დაფინანსებაში სახელმწიფოს კუთვნილი „საქართველოს განვითარების ფონდი“ და ბიძინა ივანიშვილის „ქართუ ბანკი“ მონაწილეობდნენ. პროექტის პრეზენტაციას 2024 წლის ოქტომბერში პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პირადად დაესწრო.
2025 წლის ოქტომბერში რუსულმა კომპანია „რუსნეფტმა“ ყულევის ქარხანას ნოვოროსიისკის პორტიდან 105 340 მეტრული ტონა ციმბირის მსუბუქი კლასის ნავთობი მიაწოდა. წლის ბოლოს „რუსნეფტი“ დიდმა ბრიტანეთმა დაასანქცირა.
საქსტატის მონაცემებით, საქართველოდან ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ექსპორტი რეკორდულად 3224.5%-ით არის გაზრდილი.
