დე ფაქტო აფხაზეთის მთავრობა აფხაზეთის აღიარების საკითხზე პალესტინის, ავღანეთის, იემენის, ჩრდილოეთ კორეისა და სერბეთის წარმომადგენლებთან მუშაობს. ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული რეგიონის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ განაცხადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 3 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 4 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 5 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
- 6 მძღოლს, რომელმაც გორში ავარიით დედა-შვილი იმსხვერპლა, 225 ვიდეოჯარიმა ჰქონდა
„2023 წელს აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაგრძო აფხაზეთის საერთაშორისო აღიარების გაფართოებაზე მუშაობა და აქტიური კონტაქტები ჰქონდა პალესტინის, ავღანეთის, იემენის, ჩრდილოეთ კორეისა და სერბეთის წარმომადგენლებთან“, - თქვა ინალ არძიბამ ე.წ. პრეზიდენტ ასლან ბჟანიასთან შეხვედრაზე.
არძინბამ გასული წლის საქმიანობის ანგარიში წაარადგინა. მისი თქმით, კვლავ განიხილავენ აფხაზეთში სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადის ვიზიტის ორგანიზების და სირიის საელჩოს გახსნის შესაძლებლობას.
„2023 წელს სირიაში აფხაზეთის საელჩოს საკონსულო განყოფილებამ მუშაობა დაიწყო. სირიის პრეზიდენტის მხარდაჭერით ვამყარებთ კონტაქტებს ალჟირისა და ირანის წარმომადგენლებთან“, - აღნიშნა ინალ არძინბამ.
გარდა ამისა, არძინბას ინფორმაციით, გასულ წელს საგარეო საქმეთა სამინისტრომ აქტიური ურთიერთობა დაიწყო არაბეთის გაერთიანებული საემიროების წარმომადგენლებთანაც: „იქმნება პირობები საქმიან საზოგადოებებს შორის კომუნიკაციისთვის. ასეთივე სამუშაოებს, სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან ერთად, ლიბანთანც ვაწარმოებთ“, - ამბობს არძინბა.
დღეისთვის, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკების ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარებული აქვთ რუსეთს, სირიას, ვენესუელას, ნიკარაგუას და ნაურუს.
ამასთან, სირიამ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობა 2018 წელს აღიარა. ამ გადაწყვეტილების გამო საქართველომ სირიასთან დიპლომატიური ურთიერთობები შეწყვიტა.
