შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის თანამშრომელი 37 წლის გოჩა არველაძე თბილისში გარდაცვლილი იპოვეს. პოლიციელმა თავი სავარაუდოდ ფინანსური პრობლემების გამო მოიკლა. ის სამტრედიის რაიონის სოფელ გომიდან იყო. მას მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 3 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 4 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 5 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
- 6 მძღოლს, რომელმაც გორში ავარიით დედა-შვილი იმსხვერპლა, 225 ვიდეოჯარიმა ჰქონდა
გარდაცვლილის თანასოფლელების ინფორმაციით, შემთხვევა 31 ივლისს მოხდა. გოჩა არველაძე თბილისში მუშაობდა და ოჯახთან ერთად იქვე ცხოვრობდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია არ გაუვრცელებია. უწყებიდან ამ დრომდე ვერ მივიღეთ პასუხი კითხვაზე, მიმდინარეობს თუ არა გამოძიება.
ბოლო პერიოდში, შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის არაერთმა თანამშრომელმა მოიკლა თავი.
2026 წლის 7 ივნისს, გორის პოლიციის სამმართველოს დეტექტივი ბაქარ ბექაური სოფელ ატენში გარდაცვლილი იპოვეს.
2026 წლის 23 მაისს, ხაშურში, სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომელი საკუთარ ავტომობილში ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობით გარდაცვლილი იპოვეს.
2026 წლის 19 თებერვალს, თბილისში, შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომელმა პირად ავტომობილში, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიიყენა და ადგილზე გარდაიცვალა.
2026 წლის 9 თებერვალს, ახალციხეში, რაბათის ციხის ტერიტორიაზე არსებული დაცვის პოლიციის სამუშაო ოთახში, 1985 წელს დაბადებული თანამშრომელი (თ.ო.) გარდაცვლილი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, მან მუშაობის დროს სამსახურებრივი ცეცხლსასროლი იარაღიდან მიიყენა სასიკვდილო დაზიანება.
2026 წლის 26 იანვარს, თბილისში, სუს-ის შენობასთან, საკუთარ ავტომობილში ანტიკორუფციული სააგენტოს უფროსი ინსპექტორი სიმონ წაქაძე ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით გარდაცვლილი იპოვეს.
2025 წლის 1-ელ ოქტომბერს, ჩაქვში, ყოფილი ტურბაზის შენობაში, ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კიდევ ერთი თანამშრომელი იპოვეს გარდაცვლილი.
