ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტს, სოფიო გოზალიშვილს პარლამენტში აკრედიტაცია ერთი თვით შეუჩერეს. პარლამენტის აპარატი განმარტავს, რომ ჟურნალისტი არ დაემორჩილა მოთხოვნას - დეპუტატის უარის შემთხვევაში, მასთან ინტერვიუ შეწყვიტოს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რუსეთის 2 361 მოქალაქეს მიანიჭეს საქართველოს მოქალაქეობა 2024 წელს
- 2 თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად ლაშა გოგნიაშვილი დაინიშნა
- 3 კობახიძე რუსეთის ხსენების გარეშე 9 აპრილზე პასუხისმგებლად „უცხოურ ძალას“ აცხადებს
- 4 რა წერია უცხოური გრანტების წინააღმდეგ „ქართული ოცნების“ კანონპროექტში
- 5 აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე, 9 აპრილის მემორიალთან ღამე გაათენეს
- 6 ბრიტანეთმა ადამიანის უფლებების დარღვევის გამო „ოცნების“ 4 მაღალჩინოსანი დაასანქცირა
„პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ჟურნალისტი ვალდებულია საქართველოს პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან პარლამენტში სტუმრად მყოფი პირის მიერ ინტერვიუს ჩაწერაზე უარის თქმის შემთხვევაში შეწყვიტოს ინტერვიუ. 2023 წლის 31 მარტს თქვენ დაარღვიეთ ზემოაღნიშნული ქვეპუნქტის მოთხოვნა, რაც დასტურდება 1 აპრილს გადაცემა „შაბათის ფორმულაში“ გაშვებული სიუჟეტით. გაცნობებთ, რომ თქვენ შეგიჩერდათ ჟურნალისტის აკრედიტაცია 1 თვის ვადით, 2023 წლის 3 მაისის ჩათვლით“, - ნათქვამია წერილში, რომელსაც ხელს პარლამენტის აპარატის უფროსი ქეთევან კვინიკაძე აწერს.
სიუჟეტი, რომლის ეთერში გასვლის შემდეგაც სოფიო გოზალიშვილს აკრედიტაცია შეუჩერეს, მართველი პარტიის პროპაგანდისტული ტელეარხის POS TV-ის დამფუძნებელისა და გენერალური პროდიუსერის, შალვა რამიშვილის მიერ ქალების შევიწროების თემას ეხებოდა. ჟურნალისტი პარლამენტის წევრებისგან ცდილობდა პასუხის მიღებას კითხვებზე, უნდა დაისაჯოს თუ არა რამიშვილი და უჭერენ თუ არა მას მხარს. პასუხს თავი აარიდა გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ და „ქართული ოცნების“ წევრმა ნინო წილოსანმაც. „თქვენს ტელევიზიას, გამომდინარე მისი რეპუტაციიდან და მისი პარტიული მიკერძოებულობიდან, კომენტარს არ ვაძლევ“, - უთხრა მან ჟურნალისტს.
პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა 6 თებერვალს გამოსცა ბრძანება, რომელიც პარლამენტში მუშაობის დროს ჟურნალისტებს შეზღუდვებს უწესებს. თუ საპარლამენტო ჟურნალისტმა დადგენილი წესები დაარღვია, მას აპარატის უფროსის გადაწყვეტილებით აკრედიტაცია ერთი თვით უჩერდება, ხოლო დარღვევის განმეორების შემთხვევაში - ექვსი თვით.
