ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პრეზიდენტმა, ალან გაგლოევმა „რესპუბლიკის ძალოვანი ბლოკის“ ხელმძღვანელობას დაავალა, ყურადღებით დააკვირდენენ „საზღვარზე“ არსებულ სიტუაციას 4 ოქტომბერს საქართველოში დაგეგმილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 2 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 3 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 4 თბილისში პატრულ-ინსპექტორი, 37 წლის გოჩა არველაძე გარდაცვლილი იპოვეს
- 5 პუტინმა 2026-2030 წლებში ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
- 6 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
გაგლოევმა ხაზი გაუსვა „აგრესიული უმცირესობების მხრიდან შესაძლო პროვოკაციებზე სწრაფი რეაგირების აუცილებლობას“.
„იგივე ძალები, რომლებიც 2008 წელს ხელისუფლებაში იყვნენ და დღეს ოპოზიციაში არიან, მუდმივად ცდილობენ რაღაც პროვოკაციების მოწყობას, მათ შორის საზღვარზე. ამიტომ, მოდუნება არ შეიძლება და სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტმა, სასაზღვრო სამსახურმა, თავდაცვის სამინისტრომ და მთელმა ძალოვანმა ბლოკმა ოპერატიულად უნდა აკონტროლონ სიტუაცია, რათა არ დაუშვან არანაირი პროვოკაცია“, – განაცხადა ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტმა.
4 ოქტომბერს, მოქალაქეები და ოპოზიციური პარტიები, რომლებიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ბოიკოტს უცხადებენ, თბილისში საპროტესტო აქციის გამართვას აპირებენ. აქციის ორგანიზატორთა ნაწილი ამბობს, რომ ეს იქნება მშვიდობიანი რევოლუცია, რის შედეგადაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას გადადგომა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა მოუწევს.
