საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ, ვასილ მაღლაფერიძემ უარი თქვა შეერთებოდა საბჭოს დაკავებული წევრის, ლიკა ბასილაია-შავგულიძის მხარდამჭერ განცხადებას.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 2 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 3 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 4 თბილისში პატრულ-ინსპექტორი, 37 წლის გოჩა არველაძე გარდაცვლილი იპოვეს
- 5 პუტინმა 2026-2030 წლებში ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
- 6 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
განცხადება სამეურვეო საბჭოს წევრებმა, ლაშა ტუღუშმა და ზაზა აბაშიძემ დღეს, 24 ოქტომბერს, გამართულ სხდომაზე წარადგინეს და სხვა წევრებსაც შესთავაზეს, რომ შეერთებოდნენ.
„მე, რა საკვირველია, არ შემოვუერთდები იმიტომ, რომ ჩემი ინდივიდუალური მოსაზრებაა, ინდივიდუალური და მე არც მისაუბრია კოლეგებთან, მე არც ქუჩის გადაკეტვის სოლიდარული ვარ, არც პოლიციის მანქანებზე ასვლის მიმართ ვარ სოლიდარული და არც შეურაცხყოფების მიმართ ვარ სოლიდარული, არც საჯაროდ და არც შიგნით, არც სხდომის შიგნით“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.
ლაშა ტუღუშმა აღნიშნა, რომ განცხადების ავტორებს საბჭოს თავმჯდომარის მხარდაჭერის იმედი არც ჰქონიათ.
ლიკა ბასილაია-შავგულიძე პოლიციის დაახლოებით ათმა თანამშრომელმა 22 ოქტომბერს, რუსთაველის გამზირზე დააკავა იმ დროს, როდესაც პოლიციას მიმართავდა.
ამ დრომდე უცნობია, რას ედავებიან საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრს. ის დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება და სამართალდარღვევის ოქმი ჯერ არ ჩაბარებია.
