„ქართული ოცნების“ შინაგან საქმეთა სამინისტრო პროევროპული აქციის მონაწილეების დაკავებას აგრძელებს. სავარაუდოდ, რუსთაველის გამზირის ხელოვნურად გადაკეტვის ან სახის დაფარვის საბაბით დააკავეს გამომცემლობა „ინტელექტის“ მთავარი რედაქტორი ზვიად კვარაცხელია, პოლიტპატიმარ ზვიად ცეცხლაძის მამა ზურა ცეცხლაძე, საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი წამყვანი, ჟურნალისტი ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი და მისი მეუღლე მაიკო ბოკერია, ონლაინგამოცემა „პუბლიკას“ ჟურნალისტი მამუკა (ბასტი) მგალობლიშვილი.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 2 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 3 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 4 თბილისში პატრულ-ინსპექტორი, 37 წლის გოჩა არველაძე გარდაცვლილი იპოვეს
- 5 პუტინმა 2026-2030 წლებში ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
- 6 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
შსს-ს თანამშრომლებმა ასევე დააკავეს:
- ნატალია სლეპაკოვა - პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლების მოედნის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი
- თენგო კირთაძე - პარტია „ფედერალისტების“ წევრი
- ნათია ლეთოდიანი - პარტია „დროას“ წევრი
- ნინო ლაღიძე - გარემოსდაცვითი განათლების სპეციალისტი
- გიორგი ლიფონავა - რეჟისორი
- დანი მაღრაძე - სამოქალაქო აქტივისტი
- დავით მშვენიერაძე - სტუდენტი
- ანუკა გამსახურდია - სამოქალაქო აქტივისტი
- ლაშა ბრეგვაძე
- გიორგი მელითაური
- ბაჩო ქიმუცაძე - კოალიცია „ცვლილებისთვის“ წევრი
„ქართული ოცნების“ პარლამენტმა, ერთი კვირის წინ, ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის კოდექსებში დაჩქარებული წესით მიიღო ცვლილებები, რომლითაც საპროტესტო აქციების გამართვა კიდევ უფრო იზღუდება. აქციის მონაწილეები 15 დღემდე, ხოლო ორგანიზატორები − 20 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობით დაისჯებიან სახის ნიღბით ან სხვა საშუალებით დაფარვის და გზის სავალი ნაწილის გადაკეტვის გამო. იგივე ქმედების ხელმეორედ ჩადენისთვის მათ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა − 1 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
განახლება:
ონლაინგამოცემა „პუბლიკას“ ჟურნალისტი მამუკა (ბასტი) მგალობლიშვილი თავისუფალია. როგორც ის ამბობს, საცხოვრებელ სახლთან დააკავეს, მანქანაში ჩასვეს და ტელეფონი ჩამოართვეს, დაახლოებით 40 წუთის შემდეგ კი უთხრეს, რომ „სხვაში შეეშალათ“ და გაათავისუფლეს.
„პირველი, რაც მკითხეს იყო - „ხომ ნამდვლოად მამუკა მგალობლიშვილი ხარ?“ რამდენჯერმე მკითხეს და დავუდასტურე. იყო ისეთი შეკითხვები, რომლებიც მარწმუნებს, რომ ის, რომ შევეშალე - არის ტყუილი. მკითხეს - ბებიაშენია ხომ ახლა ჩამოსული შენთან და მართლაც, ბებიაჩემი გურიიდან ჩამოვიდა რამდენიმე დღით და ასეთი ინფორმაციები ჰქონდათ ჩემზე“, - აცხადებს მგალობლიშვილი და აღნიშნავს, რომ მომხდარი ჟურნალისტების დაშინების მცდელობაა.
