საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრს, ჟურნალისტ ლიკა ბასილაია-შავგულიძეს, რომელიც 22 სექტემბერს, რუსთაველის გამზირზე, ტროტუარზე მდგომი ძალის გამოყენებით დააკავეს, მოსამართლე ნინო ენუქიძემ სამართალდამრღვევად ცნო და მას 5-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სტრასბურგის სასამართლომ გელა მთივლიშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო
- 2 გაგლოევმა „ძალოვნებს“ დაავალა 4 ოქტომბრის არჩევნების წინ ე.წ. საზღვარზე სიტუაცია გააკონტროლონ
- 3 გლდანის ციხის ყოფილი დირექტორი დავით გოგობერიშვილი გარდაცვლილი იპოვეს
- 4 კობახიძე: სასურველი არ არის, მოსწავლემ პირველივე კურსიდან უცხოეთში განაგრძოს სწავლა
- 5 ღარიბაშვილის, ლილუაშვილის და ფარცხალაძის სახლებში ჩხრეკა ჩატარდა
- 6 ხაზარაძე და გახარია: ჩვენს პარტიებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი შედგა
„ქართული ოცნების“ შინაგან საქმეთა სამინისტრო ლიკა ბასილაია-შავგულიძეს ხულიგნობას და პოლიციის შეურაცხყოფას ედავებოდა, რაც სანქციის სახით ჯარიმასაც ითვალისწინებს. შსს-ს წარმომადგენელმა სასამართლოსგან „უმკაცრესი ზომების“ გამოყენება მოითხოვა.
მოწმე პოლიციელების განცხადებით, ლიკა ბასილაია-შავგულიძე საზოგადოებრივ წესრიგს არღვევდა და პოლიციელებს აგინებდა. კითხვაზე, რაში გამოიხატა გინება, პოლიციელმა თქვა, რომ ჟურნალისტი „რუსებს“ და „მონებს“ იძახდა.
ლიკა ბასილაია-შავგულიძემ უარყო, რომ პოლიციელების მისამართით იგინებოდა:
„ეს არის ტყუილი! დიახ, ვაღიარებ, რომ მათ ვუწოდე რუსები და შესაძლოა, ვიხმარე ტერმინი „თავხედები“. ვუთხარი, რომ მათი ხელშეწყობით აქ მყარდება რუსული რეჟიმი. რეჟიმის ხელშეწყობით ისინიაღმოჩნდებიან ფრონტის ხაზზე რუსეთის სანგარში, მათ დაეცემათ დრონი და დაიღუპებიან. უნდაგაიაზრონ პოლიციელებმა, რომ დადგნენ იმ ხალხის მხარეს, რომლებიც იცავენ სუსტად და შეიძლებაარათანმიმდევრულად, მაგრამ რაც ძალა და ღონე აქვთ. პატარა გოგო-ბიჭებს აკავებენ, ყრიან დილეგში, ასე იქცეოდნენ ბოლშევიკებიც“.
ლიკა ბასილაია-შავგულიძის ინტერესებს „სამოქალაქო ადვოკატირების ცენტრის“ იურისტი, ვლადიმერ ქუთათელაძე იცავდა. მან საქმის შეწყვეტა მოითხოვა - ამტკიცებდა, რომ ლიკა ბასილაია-შავგულიძის მიერ რუსთაველის გამზირზე გაკეთებული განცხადება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში ჯდებოდა.
მოსამართლე ნინო ენუქიძის გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდება.
ლიკა ბასილაია-შავგულიძე პარლამენტმა 2022 წელს აირჩია საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად. ის ხშირად აკრიტიკებს როგორც საბჭოს საქმიანობას, ისე მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკას.
დღეს სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ვასილ მაღლაფერიძემ უარი თქვა შეერთებოდა ლიკა ბასილაია-შავგულიძის მხარდამჭერ განცხადებას, რომელიც საბჭოს წევრებმა ლაშა ტუღუშმა და ზაზა აბაშიძემ წარადგინეს. როგორც მაღლაფერიძემ თქვა, ის არც გზის გადაკეტივის მიმართ არის სოლიდარული და არც - „შეურაცხყოფების“.
ლიკა ბასილაია-შავგულიძის გარდა, რუსთაველის გამზირზე ყოფნის გამო დაკავებულები არიან ჟურნალისტები - ვახო სანაია, ქეთა ციცქიშვილი, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი, ცირა ჟვანია, ზვიად კვარაცხელია, ირაკლი წულაია და აფგან სადიგოვი. პოლიციამ დააკავა და მოგვიანებით გაათავისუფლა ონლაინგამოცემა „პუბლიკას“ ჟურნალისტი მამუკა (ბასტი) მგალობლიშვილი.
