„ლელო – ძლიერი საქართველო“ და „გახარია – საქართველოსთვის“ მოახლოებული არჩევნების წინ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. მასში ნათქვამია, რომ პოლიტიკურ პარტიებს შორის 14 ივლისს გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი შედგა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სამხარაძე: არაბმა პარტნიორებმა ინვესტიციების წინააღმდეგ კამპანიაზე რეაგირება გვთხოვეს
- 2 აბასთუმნის თავზე ფრენა აიკრძალა - რატომ ჩაკეტა სახელმწიფომ ცა იქ, სადაც ივანიშვილი ცხოვრობს
- 3 უცხოეთში მყოფ წვევამდელებს ჯარში გაწვევისას საქართველოში დაბრუნება მოუწევთ
- 4 საქართველო ევროპაში ბოლო ადგილზეა: პენსია ძირითადი ხარჯების მხოლოდ 22%-ს ფარავს
- 5 მეუფე ისაია უარყოფს, თითქოს კანდიდატურა მოსაყდრე შიოს სასარგებლოდ მოხსნა
- 6 პოლონეთში 5 თვის ჩვილის გარდაცვალების საქმეზე ნუგზარ ქავთარაშვილს ეძებენ
სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებას თან ერთვის პარტიების ლიდერების, მამუკა ხაზარაძისა და ექსპრემიერ გიორგი გახარიას ფოტო. გახარია რამდენიმე თვეა ევროპაში იმყოფება.
„ჩვენს პოლიტიკურ პარტიებს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი მიზნად ისახავდა ერთმანეთთან კონკურენციის გამორიცხვას მომავალი მუნიციპალური არჩევნების ფარგლებში.
მოხარული ვართ, რომ მემორანდუმი შედგა. ეს პარტნიორობა დაფუძნებულია თანასწორობაზე, პასუხისმგებლობასა და კოორდინაციაზე, რომელიც თბილისისა და საქართველოს მოსახლეობის ინტერესებს აყენებს პარტიულ ინტერესებზე მაღლა.
განსაკუთრებით საინტერესო შეთანხმებას მივაღწიეთ თბილისში, სადაც წარვადგინეთ თბილისის მერობისა და საკრებულოს თავმჯდომარეობის შეთანხმებული კანდიდატები.
თბილისის მერობის კანდიდატი, ირაკლი კუპრაძე არის ახალგაზრდა, კეთილსინდისიერი პოლიტიკოსი სუფთა წარსულითა და რეპუტაციით, რომელიც ყოველთვის იდგა ბრძოლის წინა ხაზებზე სხვადასხვა რეჟიმთან ბრძოლაში. დარწმუნებულები ვართ, ირაკლი, საერთო გუნდთან ერთად, იქნება თბილისის ღირსეული, კეთილსინდისიერი მერი, რომლისთვისაც მთავარი საზრუნავი თითოეული თბილისელის უკეთესი ცხოვრება იქნება.
საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი, გიორგი შარაშიძე არის გამოცდილი პროფესიონალი, რომელიც თავისი პრინციპულობით ყოველთვის იდგა და იდგება თბილისის ინტერესების სადარაჯოზე.
ეს მემორანდუმი აღმოჩნდა კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეუძლია ორ განსხვავებული იდენტობის მქონე პარტიას საქმეზე ორიენტირებული თანამშრომლობა“, – წერია განცხადებაში.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს, რომელიც 4 ოქტომბერს გაიმართება, პროდასავლური ოპოზიციური პარტიების უდიდესი ნაწილი ბოიკოტს უცხადებს. არჩევნებში არ მოინაწილეობენ:
- „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“
- „სტრატეგია აღმაშენებელი“
- „გირჩი - მეტი თავისუფლება“
- „დროა“
- „ახალი“
- „ფედერალისტები“
- „თავისუფლების მოედანი“
- „ევროპული საქართველო“
ამ პარტიების განცხადებით, ივანიშვილის რეჟიმი 4 ოქტომბერს მორიგ რუსულ სპეცოპერაციას გეგმავს.
არჩევნების ბოიკოტს შეუერთდა ანა დოლიძის პარტია „ხალხისთვის“, რომელმაც მანამდე კოალიცია „ლელო - ძლიერი საქართველო“ დატოვა.
