პროკურატურამ და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის, ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის საცხოვრებელი ბინების/სახლების და პირადი ჩხრეკები ჩაატარეს. ამის შესახებ გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ქართველი სამხედრო მფრინავი ზვიად ბექაური დაიღუპა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში
- 2 დამოუკიდებელი მედიების რედაქტორები ელისო კილაძის საქმის განხილვის საჯაროობას ითხოვენ
- 3 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 4 „სიკვდილი ამერიკას, სიკვდილი ისრაელს“ - ფონიჭალის მეჩეთმა მოჯთაბა ხამენეის მიმართვა გააზიარა
- 5 მძღოლს, რომელმაც გორში ავარიით დედა-შვილი იმსხვერპლა, 225 ვიდეოჯარიმა ჰქონდა
- 6 ზახაროვა თბილისში რუსული ენის დღის საპროტესტო აქციის მონაწილეების დასჯას ითხოვს
პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გვარაკაძემ თქვა, რომ „განსაკუთრებით მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან და სისხლის სამართლის საქმეების მნიშვნელობიდან გამომდინარე“, მსურს საზოგადოებას შემდეგი ინფორმაცია მიაწოდოს:
„საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ და სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტებში, სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დღეს დილის 10 საათიდან, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ერთდროულად, ჯამში 22 ლოკაციაზე, მასშტაბური ღონისძიება ჩატარდა.
ერთობლივი ღონისძიების ფარგლებში, განხორციელდა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის - ირაკლი ღარიბაშვილის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის - გრიგოლ ლილუაშვილის, ყოფილი მთავარი პროკურორის - ოთარ ფარცხალაძის და მათთან დაკავშირებული, სულ 8 პირის საცხოვრებელი ბინების/სახლების და პირადი ჩხრეკები.
ამოღებულია სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობა, დოკუმენტაცია და დიდი ოდენობით ფულადი თანხა. ხსენებულ საქმეებზე აქტიურად ტარდება საგამოძიებო, საპროცესო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები“, – განაცხადა გვარაკიძემ.
ამ საკითხზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ინფორმაცია არ გაუვრცელებია.
ირაკლი ღარიბაშვილი მედიასთან ბოლოს 4 ოქტომბერს გამოჩნდა, როდესაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მისცა ხმა. „საცოდავები ხართ. თქვენ ხართ მთავარი „ფეიკერები“ და მატყუარა ტელევიზიები“, - ასე უპასუხა მან ჟურნალისტის კითხვას, ელოდება თუ არა დაპატიმრებას.
ბოლო თვეებია, ოპოზიცია ავრცელებს ინფორმაციას, რომ ირაკლი ღარიბაშვილსა და გრიგოლ ლილუაშვილს პასპორტები აქვთ ჩამორთმეული, რათა ქვეყანა არ დატოვონ. თავად მათ ამ საკითხზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.
ამ თემაზე:
