მიწის ნაკვეთზე არსებული მარცვლოვანი მცენარეებისთვის, მათ შორის მათი ნაწვერალისთვის, ცეცხლის წაკიდებისთვის ფიზიკური პირები ჰექტარზე 1000, ხოლო იურიდიული პირები 2000 ლარით დაჯარიმდებიან.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 2 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 3 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 4 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
- 5 ნატა ვიბლიანის გაუპატიურების ერთი ეპიზოდი მამის საფლავზე მოხდა - ადვოკატი
- 6 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
მთავრობის ინიციატივით, ცვლილება ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა კოდექსში შევა და მისი მიზანი მოსავლის აღების შემდეგ სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე ცეცხლის წაკიდების აღმოფხვრა და შემაკავებელი ეფექტის შექმნაა.
„საკითხი, რომელზეც მთავრობამ იმსჯელა ერთ-ერთი ის გამოწვევაა, რომელსაც ჩვენ ყოველ შემოდგომაზე ვაკვირდებით, ძირითადად კახეთის რეგიონში. სამწუხარო პრაქტიკაა, როცა ფერმერების მხრიდან ხდება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების გადაწვა, რაც დიდ ზიანს აყენებს ნიადაგს და ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე შეიძლება დავდგეთ ამ ცეცხლის გავრცელების კუთხით.
აქამდე არ გვქონდა ქმედითი მექანიზმი ამის საწინააღმდეგოდ. დღეს მთავრობამ მოიწონა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების პროექტი, რომელიც წარედგინება პარლამენტს და ამ ცვლილების მიხედვით, დაწესდება საკმაოდ მკაცრი სანქცია მიწის მესაკუთრეების თუ მოსარგებლეებისთვის, იმ პირისთვის, ვინც აღნიშნულ ქმედებას ჩაიდენს,“ - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ.
სამართალდარღვევაზე კონტროლს განახორციელებს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, რომლის ინფორმაციითაც, გარკვეული ფერმერების უპასუხისმგებლო ქმედებით, სასოფლო-სამეურნეო ნარჩენების დაწვის შედეგად გაჩენილი ხანძრით, ათობით ჰექტარი სახნავ-სათესი მიწაა გადამწვარი და რამდენიმე ათეული კილომეტრი ქარსაფარი ზოლია განადგურებული.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წელს საქართველოში 13 273 ხანძარი დარეგისტრირდა.
