პოლონეთის პროკურატურამ ხუთი თვის ჩვილის გარდაცვალების საქმეზე საქართველოს მოქალაქის დაკავების განკარგულება გასცა. გამომძიებლები 48 წლის ნუგზარ ქავთარაშვილს ეძებენ, რომელსაც ბრალად ედება არასრულწლოვანი შვილის სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველ მდგომარეობაში ჩაყენება და დახმარების გაუწევლობა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 2 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 3 თბილისში პატრულ-ინსპექტორი, 37 წლის გოჩა არველაძე გარდაცვლილი იპოვეს
- 4 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 5 მეორედ მიმანიშნეს ჩემი 75 წლის მამის დაჭერაზე - ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან
- 6 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
პოზნანის პოლიციამ საქმესთან დაკავშირებით უკვე დააკავა სამი პირი: თამარ ხოკერაშვილი (40 წლის) - გარდაცვლილი ბავშვის დედა. მოლდოვის ორი მოქალაქე (21 და 24 წლის) - ოჯახის ნაცნობები.
გამოძიების ვერსიით, ბავშვის დედა მოლდოვაში სამედიცინო პროცედურაზე იმყოფებოდა, რა დროსაც ჩვილი ნაქირავებ ბინაში მამასა და ორ ნაცნობს დაუტოვა. სახლში დაბრუნებულმა ქალმა შვილი უგონო მდგომარეობაში იპოვა.
2025 წლის 29 ოქტომბერს დაბადებული ბიჭი პოზნანის პედიატრიულ ცენტრში 2-3 აპრილის ღამეს დედამ და ერთ-ერთმა მოლდოველმა მამაკაცმა მიიყვანეს. მიუხედავად იმისა, რომ დედა რაიმე სახის ფიზიკურ დაზიანებას უარყოფდა, ექიმებმა ბავშვს შემდეგი დაზიანებები აღმოუჩინეს: მრავლობითი სისხლჩაქცევები და თავის ქალის მოტეხილობა.
„ექიმების დასკვნით, ეს დაზიანებები არ შეიძლებოდა ერთი შემთხვევითი დაცემის შედეგი ყოფილიყო. ეს იყო რამდენიმე დღის განმავლობაში სისტემატური ზემოქმედების შედეგი“, - განაცხადა პროკურორმა ლუკაშ ვავრჟინიაკმა.
სავარაუდოდ, სასიკვდილო დაზიანებები გამოიწვია ბავშვის ძლიერმა შენჯღრევამ, თავის მყარ ზედაპირზე დარტყმამ ან იატაკზე განზრახ დაგდებამ. სასწრაფო ოპერაციისა და რეანიმაციული ღონისძიებების მიუხედავად, ჩვილის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
დედა და მისი ორი ნაცნობი საავადმყოფოშივე დააკავეს, თუმცა ბავშვის მამამ, ნუგზარ ქავთარაშვილმა, მიმალვა მოასწრო.
10 აპრილს პოზნანის რაიონულმა სასამართლომ ქავთარაშვილს პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა. 13 აპრილს პროკურატურამ ძებნილის ფოტო ოფიციალურად გამოაქვეყნა.
პოლონეთის სამართალდამცავი ორგანოები მოუწოდებენ ყველას, ვისაც აქვს ინფორმაცია ძებნილის ადგილსამყოფელის შესახებ, დაუკავშირდნენ პოლიციას. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, ბრალდებულებს 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
