მეუღლის არასრულწლოვანი შვილიშვილების გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული 66 წლის კაცი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ლექტორია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებული აღნიშნულ დანაშაულს გარკვეული პერიოდის განმავლობაში სისტემატურად სჩადიოდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სამხარაძე: არაბმა პარტნიორებმა ინვესტიციების წინააღმდეგ კამპანიაზე რეაგირება გვთხოვეს
- 2 აბასთუმნის თავზე ფრენა აიკრძალა - რატომ ჩაკეტა სახელმწიფომ ცა იქ, სადაც ივანიშვილი ცხოვრობს
- 3 უცხოეთში მყოფ წვევამდელებს ჯარში გაწვევისას საქართველოში დაბრუნება მოუწევთ
- 4 საქართველო ევროპაში ბოლო ადგილზეა: პენსია ძირითადი ხარჯების მხოლოდ 22%-ს ფარავს
- 5 მეუფე ისაია უარყოფს, თითქოს კანდიდატურა მოსაყდრე შიოს სასარგებლოდ მოხსნა
- 6 პოლონეთში 5 თვის ჩვილის გარდაცვალების საქმეზე ნუგზარ ქავთარაშვილს ეძებენ
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, საკუთარი მეუღლის არასრულწლოვან შვილიშვილებს აუპატიურებდა და მათ მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას ახორციელებდა, რასაც სისტემატური ხასიათი ჰქონდა“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სავარაუდო დანაშაული 8 წლის წინ მოხდა, თუმცა იმ პერიოდში მსხვერპლმა გოგონებმა მომხდარის გაცნობიერება ვერ შეძლეს. საქმეს მსვლელობა ახლა მიეცა - პროფესორის წინააღმდეგ გამოძიება გერის განცხადების საფუძველზე დაიწყო.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე და 138-ე მუხლებით, რაც არასრულწლოვანთა გაუპატიურებასა და მათ მიმართ ჩადენილ სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში კაცს 15-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.
ინფორმაციის გავრცელების შემდეგ საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ბრალდებულს უფლებამოსილება დაუყოვნებლივ შეუჩერდა. ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ ისინი სრულად თანამშრომლობენ გამოძიებასთან და გმობენ ნებისმიერი სახის ძალადობას, მით უმეტეს, ბავშვების მიმართ.
ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
