მაღალმთიან აჭარაში, ხულოს და ქედის სოფლებში ზვავსა და მეწყერს მსხვერპლი მოჰყვა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მზია ამაღლობელს ერთ თვალში მხედველობა 10 %-მდე შეუმცირდა, მეორეში - 0,04 %-ია - ადვოკატი
- 2 კრიტიკული არხების ცენზურა - „ქართული ოცნება“ ტვ პირველს და ფორმულას უჩივის
- 3 კამერების დაზიანებისთვის დაკავებულ ხუტაშვილსა და მუმლაძეს 3 წლით პატიმრობა მიუსაჯეს
- 4 ივანიშვილ-კუპრაშვილის ბიურომ რუსული კანონების აღსრულება დაიწყო - არასამთავრობოები
- 5 მასობრივი ცენზურა - დევნა Facebook-ის სტატუსებისთვის
- 6 სანქცირებული გენერალური პროკურორი გენერალურ აუდიტორად გადაჰყავთ
ხულოს სოფელ თხილვანაში ზვავმა ბოლქვაძეების საცხოვრებელი სახლი წაიღო. შემთხვევის დროს სახლში ცოლ-ქმარი იმყოფებოდა. მევლუდ ბოლქვაძე გადარჩა, ხოლო 63 წლის ფატი ბოლქვაძე დაიღუპა. ამ დროისთვის სოფელი გარესამყაროს არის მოწყვეტილი.
ქედის სოფელ წონიარისში სტიქიის შედეგად 55 წლის თემურ ბარამიძე დაიღუპა. ის აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქედის რაიონული სამმართველოს უბნის უმცროსი ინსპექტორი იყო. მეწყერის ჩამოწოლის დროს თემურ ბარამიძე საცხოვრებელ სახლში მარტო იმყოფებოდა.
„საშინელი უამინდობაა. ცენტრალური გზები ჩაკეტილია, რადგან ყოველ 100 მეტრში მეწყერია ჩამოსული. ზოგიერთ სოფელთან დაკავშირება შემოვლითი გზებით არის შესაძლებელი. ვერ მოძრაობენ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მანქანები“, - უთხრა „საქართველოს ამბებს“ ქედის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, მამუკა ფარტენაძემ.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 8 თებერვლამდე საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად, თოვლი, ზოგან ძლიერი (ძირითადად, ქვეყნის დასავლეთ ნაწილში), მთიან რეგიონებში ნისლი, ქარბუქი, გზებზე ლიპყინული, ზვავსაშიშროება, ელექტროგადამცემ სადენებზე შემოყინულობა, ზღვაზე შესაძლებელია ძლიერი, 6 ბალამდე შტორმი.
რთული მეტეოროლოგიური პირობების, მათ შორის, დიდთოვლობის, ქარბუქისა და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზებზე შეზღუდვებია დაწესებული.
