ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ჯგუფურად, დიდი ოდენობით სხვისი სასაქონლო ნიშნის უკანონო დამზადება-გამოყენების ბრალდებით ორი პირი, საქართველოს მოქალაქეები - გ. ა. და ფ. დ. დააკავა. მათ 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 2 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 3 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 4 თბილისში პატრულ-ინსპექტორი, 37 წლის გოჩა არველაძე გარდაცვლილი იპოვეს
- 5 პუტინმა 2026-2030 წლებში ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
- 6 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, ბრალდებულებს ქალაქ თბილისში მოწყობილი ჰქონდათ კუსტარული საწარმო, სადაც სისტემატურად ახორციელებდნენ ძირითადად, ტკბილეულის და ყავის დამზადებას, რის შემდგომაც ახდენდნენ აღნიშნული პროდუქციის Raffaello-ს და Jacobs Monarch-ის სასაქონლო ნიშნით უკანონო ნიშანდებას და რეალიზაციას.
„საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულ იქნა, სარეალიზაციოდ გამზადებული, 10 000 ერთეულზე მეტი Jacobs Monarch-ის სასაქონლო ნიშნით უკანონო ნიშანდებული ერთჯერადი ყავა და 2 400 ერთეულზე მეტი Raffaello-ს სასაქონლო ნიშნით უკანონო ნიშანდებული ტკბილეული.
ასევე, ჩხრეკის შედეგად, აღმოჩენილი და ამოღებული იქნა ყავა Jacobs Monarch-ის და Carte Noire-ის სასაქონლო ნიშნით უკანონო ნიშანდებული ლენტები, ვადაგასული ტკბილეული Kinder Schokolade, Jacobs Monarch-ის და Raffaello-ს ყუთები, ყალიბები, ბეჭდები და ზემოხსენებული პროდუქციის შეფუთვისათვის და წარმოებისათვის განკუთვნილი ტექნიკური დანადგარები“, - განაცხადეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში.
მათივე ცნობით, გრძელდება გამოძიება დანაშაულებრივ ქმედებაში ჩართული სხვა პირების დადგენის, ასევე იმ ობიექტების გამოვლენის მიზნით, სადაც აღნიშნული პროდუქციის რეალიზაცია ხდებოდა.
