საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩეხეთის რესპუბლიკაში თეა მაისურაძე გადადგა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 2 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 3 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 4 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 5 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 6 ტაილანდელი იუთუბერი საქართველოში გარდაცვლილი იპოვეს
„დიდი პატივი იყო, მემსახურა ჩემი ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის თითქმის ორი ათწლეულის განმავლობაში, ხელი შემეწყო მისი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის და დამეცვა მისი სუვერენიტეტი და ტერიტორიულ მთლიანობა. მე საქართველოს ევროპული მომავლის ერთგული ვრჩები“, - წერს დიპლომატი ფლატფორმა X-ზე.
თეა მაისურაძე, რომელიც თელავის მუნიციპალიტეტის მერის, ლევან ანდრიაშვილის ცოლია, ჩეხეთში საქართველოს ელჩად 2023 წელს დაინიშნა. მანამდე, 2018 - 2023 წლებში, ის ლატვიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იყო.
28 ნოემბერს, საქართველოს არალეგიტიმურმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხს და უარს იტყვის ევროკავშირის საბიუჯეტო დაფინანსებაზე. ამასთან, კობახიძე ირწმუნება, რომ ქვეყანა განაგრძობს სვლას ევროკავშირისკენ.
გადაწყვეტილებას თბილისსა და რეგიონში საპროტესტო აქციები მოჰყვა. ამ ფონზე თანამდებობები დატოვეს აშშ-ში, ბულგარეთში, ნიდერლანდებსა და ლიეტუვაში საქართველოს ელჩებმა, ასევე, იტალიაში ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა. გადადგა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თეიმურაზ ჯანჯალიაც.
