ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დავით სოლომონია გადადგა. სოლომონია ამ თანამდებობას 2021 წლიდან იკავებდა, 2017-2021 ბრაზილიაში საქართველოს ელჩი იყო, ხოლო 2014-2017 წლებში საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 დღეიდან საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ჯარიმები გაიზარდა
- 2 თავდაცვის ყოფილ მინისტრს 10 წლით პატიმრობა მიესაჯა
- 3 უკრაინაში 39 წლის ქართველი მებრძოლი, ნიკა მაჭარაშვილი დაიღუპა
- 4 მეუფე შიოს პატრიარქად არჩევა საშიშია საქართველოს ეკლესიისთვის – მეუფე ზენონი
- 5 აზერბაიჯანის ხელისუფლება მთიან ყარაბაღში სომხურ ეკლესიებს ანგრევს
- 6 Facebook-ზე პოლიციელების შესახებ პოსტის გამო მოქალაქე 15 დღით დააპატიმრეს
„საქართველოს დიპლომატიურ სამსახურში ჩემი ყოფნის სამი ათეული წლის უდიდესი ნაწილი მიეძღვნა ევროინტეგრაციის საკითხებზე მუშაობას.
მე პირნათლად ვასრულებდი ჩემს სამსახურეობრივ მოვალეობებს, ვიდრე მჯეროდა, რომ სულ მცირე გავლენის მოხდენა შემეძლო პროცესებზე. დღეს ეს იმედი დასრულდა.
ვგმობ ნებისმიერი ძალადობას და ვტოვებ ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობას“, - ნათქვამია დავით სოლომონიას განცხადებაში.
დავით სოლომონია მეორე ქართველი დიპლომატია, რომელიც საქართველოს არალეგიტიმური ხელისუფლების მიერ ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერების შემდეგ, საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობიდან გადადგა. მანამდე ეს გადაწყვეტილება ბულგარეთში საქართველოს ელჩმა, ოთარ ბერძენიშვილმა მიიღო.
ოთარ ბერძენიშვილის გადადგომის და საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა კრიტიკის შესახებ არალეგიტიმურმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „იკვეთება წაკითხულის და მოსმენილის გააზრების პრობლემა“. კობახიძის თქმით, „მოსმენილის სწორად გააზრების პირობებში, პროტესტის განცდა არავის არ უნდა გასჩენოდა“.
