სალომე შაფაქიძემ ლიეტუვის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ის პლატფორმა X-ზე წერს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 დღეიდან საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ჯარიმები გაიზარდა
- 2 თავდაცვის ყოფილ მინისტრს 10 წლით პატიმრობა მიესაჯა
- 3 უკრაინაში 39 წლის ქართველი მებრძოლი, ნიკა მაჭარაშვილი დაიღუპა
- 4 მეუფე შიოს პატრიარქად არჩევა საშიშია საქართველოს ეკლესიისთვის – მეუფე ზენონი
- 5 აზერბაიჯანის ხელისუფლება მთიან ყარაბაღში სომხურ ეკლესიებს ანგრევს
- 6 Facebook-ზე პოლიციელების შესახებ პოსტის გამო მოქალაქე 15 დღით დააპატიმრეს
„პატივი და პრივილეგია იყო მემსახურა ჩემი ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში და მოკრძალებული წვლილი შემეტანა მის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაში, რაც თან ახლავს ევროპულ და ევროატლანტიკურ სწრაფვას! საქართველო ევროპაა!“, - წერს დიპლომატი.
დღეს ცნობილი გახდა, რომ თანამდებობა დატოვა ნიდერლანდების სამეფოში საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, დავით სოლომონიამ.
მას შემდეგ, რაც 28 ნოემბერს, საქართველოს არალეგიტიმურმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს და ასევე, უარს ამბობს ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან, პირველი ვინც თანამდებობებიდან გადადგა, ბულგარეთში საქართველოს ელჩი ოთარ ბერძენიშვილი იყო.
ელჩის გადადგომის და საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა კრიტიკის შესახებ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „იკვეთება წაკითხულის და მოსმენილის გააზრების პრობლემა“. კობახიძის თქმით, „მოსმენილის სწორად გააზრების პირობებში, პროტესტის განცდა არავის არ უნდა გასჩენოდა“.
