საქართველოს არალეგიტიმურმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დაადასტურა, რომ თანამდებობა დატოვა ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩმა დავით ზალკალიანმა. როგორც მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, დიპლომატზე „სერიოზული ზეწოლა იყო“.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ზახაროვა: რუსეთის წყალობით საქართველო ეკონომიკის ზრდის რეკორდულ ტემპს აჩვენებს
- 2 „სფერო ჰოლდინგის“ საქმეზე კიდევ ერთი პირი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს
- 3 მიხეილ ყაველაშვილმა ნათლისღებასთან დაკავშირებით 159 მსჯავრდებული შეიწყალა
- 4 ლავროვი: „3+3“ ფორმატში საქართველოსთვის კარი ღიაა
- 5 „ოცნება“ გრანტების კანონს კიდევ ამკაცრებს და 6 წლამდე პატიმრობა შემოაქვს
- 6 კალაძე შენობების ფასადების „ვანდალურად მოხატვისთვის“ კანონის გამკაცრებას ითხოვს
„დავით ზალკალიანმა დატოვა თანამდებობა. მე მასთან მქონდა საუბარი. არ ვიცი, ყველას სხვადასხვაგვარი ნებისყოფა აქვს. ამ შემთხვევაში მე მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო დავით ზალკალიანს, რომლის მიმართაც იყო ძალიან მძიმე ზეწოლა სხვადასხვა მხრიდან, აქ არ იგულისხმება „ნაცების“ ზეწოლა. ეს იყო სერიოზული ზეწოლა. სამწუხაროა, რომ მან ეს თანამდებობა დატოვა. ეს იყო მისი არჩევანი და მე ამ არჩევანს პატივს ვცემ“, - თქვა კობახიძემ.
რაც შეეხება საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, თეიმურაზ ჯანჯალიას გადადგომას, ირაკლი კობახიძემ ეს ინფორმაცია უარყო.
„მანამდე შედგა საუბარი მაკა ბოჭორიშვილსა [არალეგიტიმური საგარეო საქმეთა მინისტრი] და თეიმურაზ ჯანჯალიას შორის და გადაწყვეტილება უკვე იყო მიღებული იმასთან დაკავშირებით, რომ იგეგმებოდა ცვლილება. ამ შემთხვევაში, თეიმურაზ ჯანჯალიას თანამდებობა არ დაუტოვებია, ეს იყო საკადრო გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო მაკა ბოჭორიშვილმა. მაკა ბოჭორიშვილმა მას შესთავაზა სისტემაში დარჩენა, რა იქნება მისი გადაწყვეტილება, არ ვიცი“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
ე.წ. პრემიერ-მინისტრი ასევე გამოეხმაურა შეერთებული შტატების გადაწყვეტილებას, აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების შესახებ და მას „დროებითი მოვლენა“ უწოდა. მისი თქმით, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ცდილობს, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას მაქსიმალურად მძიმე მემკვიდრეობა დაუტოვოს.
„თუმცა, ამას ვერ ექნება ვერავითარი პრინციპული მნიშვნელობა, დაველოდებით ახალ ადმინისტრაციას და ყველაფერზე ვისაუბრებთ ახალ ადმინისტრაციასთან“, - აღნიშნა კობახიძემ.
მას შემდეგ, რაც 28 ნოემბერს ცნობილი გახდა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნის საკითხს და ასევე, უარს იტყვის ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან, ქართველმა ელჩებმა თანამდებობების დატოვება დაიწყეს. ამ დროისთვის გადადგომის შესახებ განაცხადეს ბულგარეთში, ნიდერლანდების სამეფოსა და ლიეტუვაში საქართველოს ელჩებმა.
