„ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში „ქართულ ოცნებას“ მორიგი ცვლილებები შეაქვს, რაც პირველ რიგში მცირე მარნის დეფინიციის შეცვლასა და ხარისხის კონტროლის გამკაცრებას ეხება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 უცხოეთში მყოფ წვევამდელებს ჯარში გაწვევისას საქართველოში დაბრუნება მოუწევთ
- 2 აბასთუმნის თავზე ფრენა აიკრძალა - რატომ ჩაკეტა სახელმწიფომ ცა იქ, სადაც ივანიშვილი ცხოვრობს
- 3 საქართველო ევროპაში ბოლო ადგილზეა: პენსია ძირითადი ხარჯების მხოლოდ 22%-ს ფარავს
- 4 სამხარაძე: არაბმა პარტნიორებმა ინვესტიციების წინააღმდეგ კამპანიაზე რეაგირება გვთხოვეს
- 5 მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი ილია II-ის დაკრძალვაზე ჩამოვა
- 6 მეუფე ისაია უარყოფს, თითქოს კანდიდატურა მოსაყდრე შიოს სასარგებლოდ მოხსნა
მოქმედი კანონმდებლობით, მცირე მარნად მიიჩნეოდა საწარმო, რომლის წლიური წარმადობა 40 000 ლიტრს არ აღემატებოდა, თუმცა ახალი ცვლილებებით ეს ზღვარი 25 000 ლიტრამდე მცირდება.
ეს იმას ნიშნავს, რომ კომპანიები, რომლებიც 25-დან 40 ათას ლიტრამდე ღვინოს აწარმოებენ, სტატუსს დაკარგავენ, რის გამოც მათთვის შეწყდება შეღავათიანი სერტიფიცირების ტარიფი და სავალდებულო გახდება ორგანოლეპტიკური შემოწმების ჩატარება.
ამასთანავე, კანონში შემოდის ახალი ტერმინი „ბუნებრივი ღვინო“, რომელიც ჩაანაცვლებს აქამდე არსებულ „სახლის ღვინოს“. ბუნებრივ ღვინოდ განისაზღვრება პროდუქტი, რომელიც მიიღება ორგანული ყურძნის ტკბილის სპონტანური დადუღებით ყოველგვარი დანამატების გარეშე, გარდა გოგირდის დიოქსიდისა (არაუმეტეს 40 მგ/ლ). აღნიშნული კატეგორიის ღვინო სავალდებულო ორგანოლეპტიკურ შემოწმებას არ დაექვემდებარება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის მცირე მარანშია წარმოებული და ეტიკეტზე დატანილია სპეციალური ნიშანი, რაც მომხმარებელს პროდუქტის ბუნებრიობის შესახებ წინასწარ ინფორმაციას მიაწვდის.
კანონპროექტი ასევე აწესებს სავალდებულო ნიშანდებას ყველა კატეგორიის სერტიფიცირებული ალკოჰოლიანი სასმელის რეალიზაციისთვის, როგორც ადგილობრივ, ისე საექსპორტო ბაზარზე. ერთი ბოთლის ნიშანდების სავარაუდო ღირებულება 0.10 ლარი იქნება, რაც ღვინის ეროვნული სააგენტოს შემოსავალს წლიურად 14-15 მილიონი ლარით გაზრდის. დამატებით შემოსავალს სააგენტო მიიღებს ორგანოლეპტიკური შემოწმებიდანაც, რომლის ღირებულება ერთ ლოტზე 75 ლარია.
ცვლილებების ავტორთა განმარტებით, აღნიშნული ზომები აუცილებელია ქართული ღვინის რეპუტაციის დასაცავად, რათა ჭარბმა წარმადობამ და არასათანადო კონტროლმა გავლენა არ მოახდინოს პროდუქციის საერთო ხარისხსა და იმიჯზე.
ცოტა ხნის წინ „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო საკანონმდებლო ცვლილება, რის შედეგადაც ნებისმიერი სამეწარმეო ვენახის (რომლის მოსავალიც გასაყიდად არის განკუთვნილი) გასაშენებლად სავალდებულო გახდა ღვინის ეროვნული სააგენტოსგან ნებართვის მიღება.
