ხულოს მუნიციპალიტეტში, დიოკნისის თემში, მეწყრული პროცესები განვითარდა, რის გამოც სოფელ გელაძეებამდე მისასვლელ ერთადერთ საავტომობილო გზაზე გადაადგილება შეუძლებელია. სოფელ პაქსაძეებში 7 ოჯახს საცხოვრებლის დატოვება მოუწია.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ნარკოტიკების ზედოზირებას თბილისში კიდევ 3 ახალგაზრდა ემსხვერპლა
- 2 გორში პოლიციელების მიერ ნაცემი პირი წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს
- 3 პანკისში მალხაზ მაჩალიკაშვილის ავტომობილი დააზიანეს
- 4 გიგა ავალიანის საქმე: დემეტრე ჩიქოვანს 9 წელი და 9 თვე, ანი ნასყიდაშვილს 5 წელი და 3 თვე მიესაჯა
- 5 პროკურატურამ გორში ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილისთვის ბრალის წარდგენაზე უარი თქვა
- 6 6 პოლიციელი დააკავეს გორში მოქალაქეებზე ძალადობის ბრალდებით
მეწყერი 18 იანვარს, გვიან ღამით, სოფელ პაქსაძეებში ჩამოწვა. როგორც „საქართველოს ამბებს“ მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს, მეწყრული კერა კვლავ აქტიურია და გეოლოგები ოჯახების შინ დაბრუნების რეკომენდაციას არ იძლევიან. მეწყერის არეალში მცხოვრები 7 ოჯახი პაქსაძეებში და სხვა სოფლებში ქირით არიან გაყვანილი.

დიოკნისის თემში მერის წარმომადგენლის, გურამ კახაძის ინფორმაციით, დღეისთვის სოფელი გელაძეები გარესამყაროს არის მოწვეტილი.
„სოფელში 67 სახლი დგას. მოსახლეობა ზამთრისთვის მომზადებული და მომარაგებულია. სასწრაფო სამედიცინო დახმარება არავის დასჭირვებია. საჭიროების შემთხვევაში, მერიაც და სამაშველო სამსახურიც მზად ვართ, მოსახლეობას ყველანაირი დახმარება აღმოვუჩინოთ“, - განცხადა მერის წარმომადგენელმა.
ხულოში არაერთი მეწყერსაშიში ზონაა. იანვრის დასაწყისში, რამდენიმედღიანი წვიმის შედეგად, მეწყრული პროცესები სოფელ ჩაოში განვითარდა და საფრთხე რამდენიმე ოჯახს შეუქმნა.
