ევროპარლამენტი აცხადებს, რომ არ აღიარებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, ქვეყნის ევროპული გზა კი შეჩერებულია მანამ, სანამ სამართლიანი არჩევნები არ ჩატარდება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 2 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 3 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 4 თბილისში პატრულ-ინსპექტორი, 37 წლის გოჩა არველაძე გარდაცვლილი იპოვეს
- 5 პუტინმა 2026-2030 წლებში ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
- 6 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
„საქართველო ვერ გახდება ევროკავშირის წევრი მანამ, სანამ მისი მთავრობა ავტორიტარულ კურსს ვერ შეცვლის. ევროპარლამენტი დგას ქართველი ხალხის გვერდით, არ აღიარებს საქართველოს მოქმედ ხელისუფლებას და აცხადებს, რომ ქვეყნის ევროპული გზა შეჩერებულია, სანამ არ ჩატარდება სამართლიანი არჩევნები“, - ვკითხულობთ ევროპარლამენტის მიერ სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ათი დღის წინ, ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, სადაც ნათქვამია, რომ 2024 წლის ოქტომბრის გაყალბებული საპარლამენტო არჩევნები ავტორიტარული რეჟიმისკენ აშკარა გარდამტეხ მომენტს წარმოადგენდა. ევროპარლამენტი მიიჩნევს, რომ ამ ხარვეზიანმა არჩევნებმა გზა გაუხსნა მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ უკანონოდ მიეტაცებინა სახელმწიფო ინსტიტუტები, გაეგრძელებინა რეპრესიული კანონმდებლობის მიღება და ამავდროულად, ჩაეხშო პოლიტიკური ოპონენტები, ჟურნალისტები და მშვიდობიანი მომიტინგეები.
რეზოლუციაში ხაზგასმულია, რომ მოახლოებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები არ წარმოადგენს შესაძლებლობას, ასახოს ქართველი ხალხის დემოკრატიული არჩევანი, თუ დაპატიმრებული და დაკავებული პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერები არ გათავისუფლდებიან და არჩევნები გაუმჯობესებულ საარჩევნო გარემოში არ ჩატარდება.
ევროპარლამენტარები ასევე გამოხატავენ ღრმა შეშფოთებას საქართველოში არსებული შემზღუდავი მედია გარემოსა და ოპოზიციაზე თავდასხმების გამო, მათ შორის „ქართული ოცნების“ ლიდერების იმ განცხადებებთან დაკავშირებით, რომლებიც ოპოზიციური პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადების განზრახვაზე მიუთითებენ.
9 ივლისის რეზოლუციაში ჩაიწერა, რომ ევროპარლამენტი არ ცნობს საქართველოს ამჟამინდელი ერთპარტიული პარლამენტისა და პრეზიდენტის ლეგიტიმურობა, მოუწოდებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისკენ.
