საქართველოში 11 ნოემბერს ჩამოვარდნილი თურქეთის შეიარაღებული ძალების C-130 სამხედრო სატვირთო თვითმფრინავის შავი ყუთი თურქეთში ჩაიტანეს. ამის შესახებ თურქული მედია წერს. შავი ყუთის გახსნა გამომძიებლებს დაეხმარება გაარკვიონ, რა დაემართა თვითმფრინავს, რომელიც აზერბაიჯანის ქალაქ განჯის აეროპორტიდან აფრენიდან 27 წუთში რადარიდან სიგნალის გარეშე გაქრა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „სფერო ჰოლდინგის“ საქმეზე კიდევ ერთი პირი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს
- 2 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტი 1-ელი აპრილიდან აიკრძალება
- 3 ლავროვი: „3+3“ ფორმატში საქართველოსთვის კარი ღიაა
- 4 18 წლის ბიჭის მკვლელობისთვის ივანე გიგლემიანს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს
- 5 ტელეკომპანია „იმედი“ 1000 ლარად კომპანია „პრაიმ მედია გლობალმა“ იყიდა
- 6 მოზარდზე ძალადობისთვის გლდანი-ნაძალადევის პოლიციის უფროსის მოადგილე დააკავეს
გამოცემა Milliyet წერს, რომ კუდი იყო პირველი ნაწილი, რომელიც ავარიის დროს თვითმფრინავს მოწყდა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ თვითმფრინავის კორპუსზე გარე ზემოქმედება არ არის აღმოჩენილი.
თურქული მედიის თანახმად, თურქეთის საჰაერო ძალების შეიარაღებაში ცამეტი C-130E და ექვსი C-130B სატვირთო თვითმფრინავია. ამ მოდერნიზებული თვითმფრინავებს შორისაა საუდის არაბეთიდან შეძენილი მეორადი თვითმფრინავებიც.
გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოში ჩამოვარდნილი C-130 საუდის არაბეთიდან 2010 წელს შეიძინეს. 2020 წელს მას კაპიტალური რემონტი და ტექნიკური მომსახურება ჩაუტარდა. შემდეგი ტექნიკური მომსახურება 2026 წლის ივლისისთვის იყო დაგეგმილი. Milliyet-ი წერს, რომ სატვირთო თვითმფრინავების ტექნიკური მომსახურება ყოველ ექვს წელიწადში ერთხელ ხდება.
როგორც ცნობილია, C-130 სატვირთო თვითმფრინავი F-16 გამანადგურებლების სათადარიგო ნაწილებით იყო დატვირთული და ტექნიკური მომსახურების ჯგუფები გადაჰყავდა. თურქეთის F-16-მა 8 ნოემბერს, აზერბაიჯანში გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ სამხედრო აღლუმში მიიღეს მონაწილეობა. Milliyet-ის თანახმად, თვითმფრინავის 6-ტონიან ტვირთში საბრძოლო მასალა ან ასაფეთქებელი ნივთიერებები არ იყო.
სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან, თვითმფრინავის ბორტზე მყოფი 20 სამხედრო მოსამსახურიდან 19-ის ცხედარია ნაპოვნი. ბოლო ცხედრის სამძებრო სამუშაოები გრძელდება.
მომხდარს იძიებს ქართული მხარეც. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მე-4 ნაწილით არის აღძრული, რაც გულისხმობს საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
