საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედიდან“ რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში დაბრუნების შემდეგ პირველ წერილს ავრცელებს, რომელიც ჟურნალისტებს მისმა ადვოკატმა, ვახო ბარაბაშვილმა გააცნო. სააკაშვილი წერს, მისი ციხეში გადაყვანა „მოსკოვთან არის შეთანხმებული“.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 2 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 3 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 4 თბილისში პატრულ-ინსპექტორი, 37 წლის გოჩა არველაძე გარდაცვლილი იპოვეს
- 5 პუტინმა 2026-2030 წლებში ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
- 6 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
„ივანიშვილი ყოველ დილას აკვიატებული ფიქრით იწყებს, აბა, დღეს ვის რა ვავნო. ამჯერად, გუშინ მე დამაბრუნა დილეგში. რა თქმა უნდა, გაფრთხილების გარეშე გადმომიყვანეს რუსთავის ციხეში, სადაც ზუსტად ის ხალხი დამხვდა, რომლებმაც 2022 წლის მარტში მომწამლეს. მაშინ სასწაულად გადავურჩი სიკვდილს და ამ მოწამვლის სიმპტომები დღემდე მაქვს დარჩენილი“, – წერს სააკაშვილი.
ის მადლობას უხდის „ვივამედის“ იმ ექიმებს, რომლებიც, მისივე თქმით, მისი სიცოცხლისთვის იბრძოდნენ.
„ამდენი პატიმრისა და უბედურების ფონზე, არ ვითხოვ ჩემთვის რაიმე განსაკუთრებულ სიმპათიას.
რატომ დამაბრუნეს ახლა ჯალათებთან? სწორედ იმიტომ, რომ უნდათ ჩემი მრავალრიცხოვანი მომხრეების დაშინება. მეორე, ეს კონკრეტულ გზავნილს უგზავნის დასავლეთს და უკრაინას, სადაც დღემდე ვირიცხები ზელენსკის რეფორმათა საბჭოს თავმჯდომარედ.
საქმე იმაშია, რომ
ივანიშვილმა თავის დროზე აიღო ვალდებულება ჩემი სიცოცხლის შენარჩუნების და ახლა ამ ნაბიჯით ევროპელებსა და ამერიკელებს ეუბნება, რომ ეს დაპირება, როგორც ყველა სხვა, ძალაში აღარაა. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველაფერი მოსკოვთან არის შეთანხმებული.
საქმე იმაშია, რომ მსოფლიოსთვის, პოსტსაბჭოთა სივრცეში, მე ვარ ყველაზე წარმატებული რეფორმებისა და ასევე, საქართველოს თავისუფლებისა და სახელმწიფოებრიობის სიმბოლო.
ანადგურებენ საქართველოს თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას და მანადგურებენ მეც. დღეს მინდა ადამიანებს ვუთხრა ის, რასაც მთელი ეს დრო ვეუბნებოდი, არავითარ შემთხვევაში არ დანებდეთ და იბრძოლეთ, ვინაიდან ჩვენი გამარჯვება გარდაუვალია. დიდება თავისუფლებას“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.
ყოფილი პრეზიდენტი, რომელსაც მრავალწლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი, ციხეში გუშინ, 12 ნოემბერს დააბრუნეს. ამის შესახებ ცნობილი გახდა სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებიდან, სადაც ასევე ნათქვამი იყო, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და სტაციონარული მკურნალობა აღარ ესაჭიროება.
მიხეილ სააკაშვილი სპეციალური პენიტენციური სამსახურის კონტრაქტორ კლინიკა „ვივამედში“ 2022 წლის 12 მაისიდან იმყოფებოდა.
