თელავის რაიონულმა სასამართლომ ყვარლის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ლევან გელაძეს, საკრებულოს თავმჯდომარე გივი ზაუტაშვილსა და მის ძმას, ნიკა ზაუტაშვილის აღკვეთის ღონისძიების სახით 5-5 ათასი ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 2 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 3 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 4 თბილისში პატრულ-ინსპექტორი, 37 წლის გოჩა არველაძე გარდაცვლილი იპოვეს
- 5 პუტინმა 2026-2030 წლებში ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
- 6 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
მოსამართლე მამუკა წიკლაურის გადაწყვეტილებით, ძალადობაში ბრალდებული სამივე პირი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა.
„ცხოვრებაში რაც ხდება ხოლმე, ეგ მოხდა. არაფერი არ მომხდარა განსაკუთრებული. საერთოდ არ გვქონია დაპირისპირება“, – განაცხადა ლევან გელაძემ გათავისუფლების შემდეგ.
გელაძემ უარყო, რომ მასსა და ძმებ ზაუტაშვილებს შორის დაპირისპირება თანამდებობის გადანაწილებასთან დაკავშირებით მოხდა. მისი თქმით, ეს „იმათი მოგონილია, ვინც სიბინძურეს იგონებენ ხოლმე“.
ლევან გელაძე, გივი და ნიკა ზაუტაშვილები პოლიციამ 10 ნოემბერს დააკავა. საქმე ეხება 8 ნოემბერს, „ილიაობა 2025“-ის აღნიშვნის შემდეგ მომხდარ დაპირისპირებას.
პროკურატურის განცხადებით, გამოძიებით დადგინდა, რომ ყვარლის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, ლევან გელაძემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა საკრებულოს თავმჯდომარის ძმას, ნიკა ზაუტაშვილს, რის შემდეგაც, დროის მოკლე პერიოდში, გივი და ნიკა ზაუტაშვილებმა ჯგუფურად ფიზიკურად იძალადეს ლევან გელაძეზე.
გივი და ნიკა ზაუტაშვილებს ბრალად ჯგუფური ძალადობა ედებათ, რაც ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება, ლევან გელაძე კი ძალადობის ორ ეპიზოდზეა ბრალდებული და ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. აღნიშნული დანაშაულისთვის ალტერნატიულ სასჯელებად გათვალისწინებულია ჯარიმა და საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა.
