26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 508 294-ს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ამომრჩეველთა ერთიან სიაზე მუშაობის დასრულების შემდეგ გაავრცელა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 თავდაცვის ყოფილი მინისტრის მოადგილე და ნათესავი დააკავეს 1.3 მლნ-ის გაფლანგვის ბრალდებით
- 2 თეა წულუკიანი ნანუკა ჟორჟოლიანს ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივის
- 3 სტრასბურგის სასამართლომ გამოაქვეყნა კითხვები მზია ამაღლობელის საქმეზე
- 4 რუსეთი ალეკო ელისაშვილს დაუსწრებლად ასამართლებს უკრაინაში ბრძოლისთვის
- 5 „სამედიცინო დახმარება თუ გინდა, სხვა ქვეყნებიც არის“ - კობახიძე უვიზოს შესაძლო შეჩერებაზე
- 6 „ოცნების“ ყოფილი დეპუტატი ლუკა კურტანიძე ყოფილ ცოლზე ძალადობის შემდეგ დააკავეს
ცესკოს პრესსპიკერის, ნათია იოსელიანის თქმით, ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით არჩევნებში მონაწილეობას 3 113 747 ამომრჩეველი მიიღებს. ამასთან, 135 922 ახალგაზრდას წელს პირველად მიეცემა არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა.
გადასატანი ყუთის მოთხოვნით საარჩევნო ადმინისტრაციას 64 238 ამომრჩეველმა მიმართა. ამომრჩევლებს, საერთო ჯამში, 3111 საარჩევნო უბანი მოემსახურება. საქართველოში გახსნილია 3044 უბანი, მათ შორის 13 გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანი, საიდანაც 12 პენიტენციურ დაწესებულებებში, ერთი კი ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრშია გახსნილი.
სხვა სახელმწიფოში შექმნილი საარჩევნო უბნების სპეციალურ სიებში ამომრჩეველთა რაოდენობა 95 910-ია. ცესკოს გადაწყვეტილებით, საზღვარგარეთ, 42 ქვეყნის 53 ქალაქში 67 საარჩევნო უბანი გაიხსნება.
საპარლამენტო არჩევნები 8 დღეში გაიმართება. ამომრჩევლები ოთხი წლის ვადით საქართველოს პარლამენტის 150 დეპუტატს პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე აირჩევენ. პარლამენტში მოსახვედრად, პოლიტიკურმა გაერთიანებამ 5%-იანი ბარიერი უნდა გადალახოს.
არჩევნებში მონაწილეობას იღებენ: „ევროპელი დემოკრატები“, „ქართული ოცნება“, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“, „გირჩი“, „გახარია საქართველოსთვის“, „მემარცხენე ალიანსი“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, „შეცვალე საქართველო“, „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „საქართველო“, „ჩვენი გაერთიანებული საქართველო“, „ქართველ ერთობა“, „ტრიბუნა“, „ჩვენ“, „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“, „თავისუფალი საქართველო“ და „საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია“.
