შინაგან საქმეთა სამინისტრომ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილი უფროსის, ირაკლი შაიშმელაშვილის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ შს მინისტრმა, გელა გელაძემ განაცხადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 2 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 3 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 4 თბილისში პატრულ-ინსპექტორი, 37 წლის გოჩა არველაძე გარდაცვლილი იპოვეს
- 5 პუტინმა 2026-2030 წლებში ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
- 6 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
4 ოქტომბრის საქმის ფარგლებში, გელა გელაძის თქმით, ამ დროისთვის, ჯამში, 62 ადამიანია დაკავებული, უცხოეთში მყოფი 2 პირის მიმართ კი დაწყებულია სისხლისსამართლებრივი დევნა.
„რაც შეეხება უცხოეთში მყოფ ორ პირს, რომელთა მიმართაც დაწყებულია სისხლისსამართლებრივი დევნა, მათგან ერთ-ერთი ირაკლი შაიშმელაშვილია. მას ბრალად ედება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება“, – აღნიშნა გელაძემ.
ირაკლი შაიშმელაშვილმა თანამდებობიდან 2024 წლის 3 დეკემბერს, თბილისში მიმდინარე პროევროპული აქციების დარბევის ფონზე გადადგა. იმავე თვეში მან ოჯახთან ერთად საქართველო დატოვა და როგორც ცნობილია, ახლა ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება.
2025 წლის 22 სექტემბერს, ემიგრაციაში მყოფმა ვეტერანებმა, მათ შორის ირაკლი შაიშმელაშვილმა მიმართვა გაავრცელეს და 4 ოქტომბერის აქციასთან დაკავშირებით, ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლებს სისტემიდან წამოსვლისკენ მოუწოდეს.
7 ოქტომბერს, სოციალურ ქსელ Facebook-ში გამოქვეყნებულ განცხადებაში, ირაკლი შაიშმელაშვილი განმარტავდა, რომ ის „პროცესების“ მხარდამჭერი იყო და არა ორგანიზატორი. „რჩევა თუ რეკომენდაცია, რომელიც ვინმესთვის მიმიცია, იგივე არაერთხელ მაქვს საჯაროდ ნათქვამი. იატაქვეშეთში არაფერს არ ვაკეთებდი“, - წერდა შაიშმელაშვილი.
