ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ვახო სანაია დააკავეს. ტელეკომპანია „ფორმულას“ ინფორმაციით, ის სავარაუდოდ, გზის გადაკეტვის საბაბითაა დაკავებული.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სამხარაძე: არაბმა პარტნიორებმა ინვესტიციების წინააღმდეგ კამპანიაზე რეაგირება გვთხოვეს
- 2 აბასთუმნის თავზე ფრენა აიკრძალა - რატომ ჩაკეტა სახელმწიფომ ცა იქ, სადაც ივანიშვილი ცხოვრობს
- 3 უცხოეთში მყოფ წვევამდელებს ჯარში გაწვევისას საქართველოში დაბრუნება მოუწევთ
- 4 საქართველო ევროპაში ბოლო ადგილზეა: პენსია ძირითადი ხარჯების მხოლოდ 22%-ს ფარავს
- 5 მეუფე ისაია უარყოფს, თითქოს კანდიდატურა მოსაყდრე შიოს სასარგებლოდ მოხსნა
- 6 პოლონეთში 5 თვის ჩვილის გარდაცვალების საქმეზე ნუგზარ ქავთარაშვილს ეძებენ
„დღეს რეჟიმის პოლიციამ „ფორმულას“ წამყვანი, ჟურნალისტი ვახო სანაია დააკავა. მას, სავარაუდოდ, ახალი რეპრესიული კანონებით, აქციაში მონაწილეობას ედავებიან“, - ნათქვამია „ფორმულას“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„ფორმულა" ვახო სანაიას დაკავებას განიხილავს, როგორც რეჟიმის მხრიდან ჟურნალისტის და მთლიანად დამოუკიდებელი მედიის შევიწროვებას.
„ამ რეპრესიულ გარემოში სამოქალაქო უფლებების უკიდურესი შეზღუდვის ფონზე, მედიის თავისუფლების ხელყოფა კიდევ უფრო თვალსაჩინო ხდება. ეს ხდება მაშინ, როცა ხვალ, 20 ოქტომბერს ევროკავშირის უმაღლესი რანგის დიპლომატები საქართველოში არსებულ ვითარებას, მათ შორის მედიაზე ზეწოლას განიხილავენ.
ვახო სანაია მთავარი საინფორმაციო გადაცემის, ასევე „კვირის ფორმულას“ წამყვანია და ის ახლა ეთერისთვის უნდა ემზადებოდეს“, - ტელეკომპანია „ფორმულა“ ჟურნალისტის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს და საერთაშორისო საზოგადოებას მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.
პოლიცია რუსთაველის გამზირზე მიმდინარე უწყვეტი საპროტესტო აქციის მონაწილეებს აკავებს. „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული რეპრესიული კანონმდებლობის საფუძველზე, მათ 15-დღიანი პატიმრობა ემუქრებათ.
16 ოქტომბერს, „ქართულმა ოცნების“ პარლამენტმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები შეიტანა. შედეგად, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილის მიერ სახის ნიღბით დაფარვის, ცრემლსადენი ან მომწამვლელი ნივთიერების ქონის, გზის გადაკეტვის ან დროებითი კონსტრუქციის მოწყობის პირველივე შემთხვევა გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, ხოლო თუ სამართალდამრღვევი აქციის ორგანიზატორია, ადმინისტრაციულ პატიმრობას 20 დღემდე ვადით. ამგვარი აკრძალული ქმედებების განმეორებით ჩადენა სისხლის სამართლის წესით, 1 წლამდე პატიმრობით დაისჯება.
