4 ოქტომბრის საქმეზე დღეს, 17 ოქტომბერს, კიდევ 16 ადამიანი დააკავეს. „მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩვენს მიერ ამ დროისთვის ჯამში დაკავებულია სულ 62 პირი“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ შინაგან საქმეთა მინისტრმა, გელა გელაძემ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 2 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 3 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 4 თბილისში პატრულ-ინსპექტორი, 37 წლის გოჩა არველაძე გარდაცვლილი იპოვეს
- 5 პუტინმა 2026-2030 წლებში ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
- 6 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
ამასთან, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო უცხოეთში მყოფი 2 პირის მიმართ, რომელთაგან ერთ-ერთი შსს-ს ანსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილი უფროსი ირაკლი შაიშმელაშვილია. მას ბრალად საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება ედება.
„სამართალდამცველების მიერ დაკავებულმა პირებმა 4 ოქტომბერს აქციის ორგანიზატორებთან ერთად ათონელზე მდებარე პრეზიდენტის სასახლის ჯებირები გადაანგრიეს და სასახლის დაკავება სცადეს.
ამასთან, აქციის მონაწილეების მხრიდან განხორციელებული კანონსაწინააღმდეგო და ძალადობრივი ქმედებების შედეგად, 35 პოლიციელი დაშავდა, მათ შორის, ძალიან მძიმედ. მათ ძირითად ნაწილს დაზიანებები თავის არეში აღენიშნებოდათ. ჩვენ ვაგრძელებთ შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებებს დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების იდენტიფიცირებისა და მათ მათი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით.
უმკაცრესად ვიმოქმედებთ ყველა იმ პირის მიმართ, ვინც შეეცდება ჩვენი ქვეყნის სტაბილურობისა და კანონის უზენაესობის შერყევას. ნებისმიერი, ვინც სახელმწიფოს წინააღმდეგ წავა ან ხელს აღმართავს სამართალდამცველზე, პასუხს აგებს კანონის მთელი სიმკაცრით“, - განაცხადა გელაძემ.
მან სასაცილო უწოდა მოსაზრებას იმის შესახებ, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ეზოს ღობე სპეციალურად იყო დაზიანებული.
„უხერხულია კიდეც ამაზე საუბარი და სასაცილოც არის, ალბათ, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ რეალურად დამატებით ექსპერტიზა დავნიშნეთ და კითხვის სახით ასეთი დავსვით, ჭრის კვალი ჰქონდა თუ არა ჯებირებს და რეალურად, ფიზიკური ძალის ზემოქმედების შედეგად წარმოიქმნა ის დაზიანებები, რაც არის და ჭრის კვალი არ აღენიშნება“, - აღნიშნა მან.
რაც შეეხება 16 დაკავებულს, მათ შორის 9 პირის ვინაობა ცნობილია: თემურ ქურციკიძე, გიორგი ტალახაძე, დავით გიუნაშვილი, მარიამ მეყანწიშვილი, გენადი კეხილაშვილი, გია თოლორაია, სიმონ მახარაძე, დათო ღურწკაია და მიხეილ თოლორაია. შსს-ს ინფორმაციის მიხედვით, დანარჩენი 7 პირის ინიციალებია: ი.ღ., ა.თ., ა.ვ., გ.ჟ., კ.ჭ., რ.ჯ., ჯ.თ.
