საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ, ირინე იმერლიშვილმა თანამდებობა დატოვა. უფლებამოსილების ათწლიანი ვადა მას ერთ წელში, 2026 წლის სექტემბერში ეწურებოდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სტრასბურგის სასამართლომ გელა მთივლიშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო
- 2 დიდმა ბრიტანეთმა ლევან ვასაძე და ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა
- 3 გაგლოევმა „ძალოვნებს“ დაავალა 4 ოქტომბრის არჩევნების წინ ე.წ. საზღვარზე სიტუაცია გააკონტროლონ
- 4 სუს-მა ძებნა გამოაცხადა ლილუაშვილის ნათესავსა და ვანში „ოცნების“ დეპუტატზე, ბიჭიკო პაიკიძეზე
- 5 რუსთავის ქარხნებთან მტვერში ტყვია, კადმიუმი და ქრომი ნორმაზე 24-ჯერ, 26-ჯერ და 30-ჯერ მეტია – კვლევა
- 6 გლდანის ციხის ყოფილი დირექტორი დავით გოგობერიშვილი გარდაცვლილი იპოვეს
„ირინე იმერლიშვილს საკუთარი განცხადების საფუძველზე, საკონსტიტუციო სასამართლოს განკარგულებით N2, 2025 წლის 20 ოქტომბრიდან, ვადაზე ადრე შეუწყდა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება,“ – ნათქვამია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უახლოეს დღეებში საკონსტიტუციო სასამართლოში შევა სარჩელი, აიკრძალოს ოპოზიციური პარტიები, რომლებსაც „ქართული ოცნება“ „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ ქვეშ მოიაზრებს.
ირინე იმერლიშვილის გადადგომას წინ უძღოდა 16 ოქტომბერს, „ქართული ოცნების“ პარლამენტის მიერ „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანა. კერძოდ, პასიური საარჩევნო უფლება აეკრძალებათ იმ პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებულ პირებს, რომელსაც საკონსტიტუციო სასამართლო აკრძალავს. ასეთი პირები ვეღარ იყრიან კენჭს საპარლამენტო თუ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, ვერ დაიკავებენ უმაღლეს თანამდებობას, ვერ გახდებიან კონსტიტუციით გათვალისწინებული ორგანოს ხელმძღვანელები, ჩამოშორდებიან პარტიულ საქმიანობასა და აეკრძალებათ ნებისმიერი პარტიის წევრობა. ასევე, დაუშვებელი იქნება ასეთი პირების მიერ ახალი პარტიის შექმნა. იმ შემთხვევაში, თუ პოლიტიკური პარტიები არ შეასრულებენ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, ეს სისხლისსამართლებრივი წესით მათ დაჯარიმებას გამოიწვევს.
„პრინციპი არის შემდეგი - პირველი, ვინც 2012 წლამდე იყო სისხლიანი რეჟიმის წარმომადგენელი, რა თქმა უნდა, მათზე აუცილებლად გავრცელდება სარჩელი და რაც შეეხება 2012 წლის შემდგომ პერიოდს, ვინც ამ სისხლიან პოლიტიკურ ძალასთან ერთად მონაწილეობდა ქვეყნის წინააღმდეგ გამუდმებულ საბოტაჟში, რა თქმა უნდა, ყველას შეეხება ეს საკონსტიტუციო სარჩელი. დანარჩენზე გადაწყვეტილებას მიიღებს საკონსტიტუციო სასამართლო. ეს არ გავრცელდება მხოლოდ ერთ და ორ პარტიაზე“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ.
ამასთან, პოლიტიკური პარტიის აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელის წარმდგენს შეეძლება მოითხოვოს შესაბამისი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეული პარლამენტის ან საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტა, ასევე, შესაბამისი პოლიტიკური პარტიის მიერ საყოველთაო არჩევნებში წარდგენილი პარტიული სიიდან პირის ამორიცხვა.
საკონსტიტუციო სასამართლოში იმერლიშვილის გადადგომის შემდეგ 7 მოსამართლე რჩება - რევაზ ნადარაია (თავმჯდომარე), ვასილ როინიშვილი, ევა გოცირიძე, გიორგი თევდორაშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე, მანანა კობახიძე და თეიმურაზ ტუღუში.
