ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი, რომელიც ივანიშვილის ხელისუფლებას თითქმის ოთხი თვეა უკანონოდ ჰყავს დაპატიმრებული, პრესის თავისუფლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ციხიდან მიმართვას ავრცელებს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მზია ამაღლობელს ერთ თვალში მხედველობა 10 %-მდე შეუმცირდა, მეორეში - 0,04 %-ია - ადვოკატი
- 2 კრიტიკული არხების ცენზურა - „ქართული ოცნება“ ტვ პირველს და ფორმულას უჩივის
- 3 კამერების დაზიანებისთვის დაკავებულ ხუტაშვილსა და მუმლაძეს 3 წლით პატიმრობა მიუსაჯეს
- 4 ივანიშვილ-კუპრაშვილის ბიურომ რუსული კანონების აღსრულება დაიწყო - არასამთავრობოები
- 5 მასობრივი ცენზურა - დევნა Facebook-ის სტატუსებისთვის
- 6 სანქცირებული გენერალური პროკურორი გენერალურ აუდიტორად გადაჰყავთ
„მოგმართავთ კოლეგებს, კოლეგებს, რომლებიც ქართულ კრიტიკულ მედიას და საზოგადოებრივ ინტერესებს წარმოადგენთ.
შთამაგონებელია თქვენი სოლიდარობა და დასანანია, თქვენს გვერდით რომ არ ვარ ახლა, როცა სრულიად დაუცველ გარემოში გიწევთ მუშაობა და თქვენს ყოველდღიურ თავგანწირვაზეა დამოკიდებული ისმოდეს უსამართლობის და წინააღმდეგობის ხმა, ხმა, რომელსაც ძალადობით, შანტაჟით, მუქარით და ათასგვარი გამოგონილი სასჯელით ახშობს ოლიგარქის რეჟიმი.
აქ, პატიმრობისას განსაკუთრებით გამიძლიერდა რწმენა ჩემი პროფესიის. ჟურნალისტიკა გაცილებით მეტია, ვიდრე ინფორმაციის მოძიება, დამუშავება და გავრცელება.
ბოტების, ტროლების, პროპაგანდის და ოლიგარქიის სამყაროში ჩვენ უნდა შევძლოთ გადარჩენა და იდეალებისთვის, უკეთესი, ევროპული მომავლისთვის მუშაობა.
მჯერა, სანამ კიდევ იქნებიან, გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც გეტყვიან, რომ მარტო არ ხართ, მანამდე შევძლებთ საკუთარი პროფესიის და ქვეყნის შენარჩუნებას და განვითარებასაც.
ამიტომაც მოვუწოდებ ჩემს მოქალაქეებს, ითანამშრომლონ მედიასთან და ჟურნალისტებთან ერთად ამხილონ ყველა ის პირი, ის წრე და ჯგუფი, ვინც ნორმად აქცია კორუფცია, უსამართლობა და ძალადობა; ვინც გვძარცვავს, გვაღარიბებს და გვღალატობს.
მოვუწოდებ ქართულ ბიზნესს, რომ აიღონ პასუხისმგებლობა თავისუფალი, კრიტიკული მედიის გადარჩენაზე.
მივმართავ თანამედროვე, ცივილურ სამყაროს – ნუ დაგვტოვებს რუსეთის და მისი ინტერესების გამტარ ავტორიტარულ რეჟიმთან პირისპირ, მარტო.
ნუ დაკარგავს თავისუფლების ხმას საქართველოდან,“ - თქვა მზია ამაღლობელმა ხმოვან მიმართვაში.
3 მაისი პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეა. მედიის უფლებადამცველი საერთაშორისო ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ (RSF) მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, პრესის თავისუფლების ინდექსი საქართველოში 103-ე ადგილიდან 114 ადგილამდე გაუარესდა. ბოლო 2 წელიწადში საქართველო 37 ადგილით ჩამოქვეითდა.
„მედიის, ინფორმაციის და სოციალური კვლევების ცენტრის“ მონაცემებით, საქართველოში 2024 წლის მაისიდან 2025 წლის მაისამდე ჟურნალისტების წინააღმდეგ 342 ინციდენტია აღრიცხული.
