„ქართული ოცნების“ ხელისუფლების თავდასხმების შემდეგ, გერმანიის მთავრობამ საქართველოში საკუთარი ელჩი, პეტერ ფიშერი კონსულტაციებისთვის გაიწვია. ერთპარტიული პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი იმედოვნებს, რომ ეს „გადატვირთვის“ და „გადააზრების“ სიგნალია.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „სფერო ჰოლდინგის“ საქმეზე კიდევ ერთი პირი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს
- 2 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტი 1-ელი აპრილიდან აიკრძალება
- 3 ლავროვი: „3+3“ ფორმატში საქართველოსთვის კარი ღიაა
- 4 18 წლის ბიჭის მკვლელობისთვის ივანე გიგლემიანს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს
- 5 ტელეკომპანია „იმედი“ 1000 ლარად კომპანია „პრაიმ მედია გლობალმა“ იყიდა
- 6 მოზარდზე ძალადობისთვის გლდანი-ნაძალადევის პოლიციის უფროსის მოადგილე დააკავეს
„უკვე რამდენიმე თვეა, საქართველოს ხელმძღვანელობა ევროკავშირის, გერმანიის და პირადად გერმანიის ელჩის მიმართ სიძულვილს აღვივებს. შესაბამისად, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა გადაწყვიტა, ფიშერი კონსულტაციებისთვის გამოიძახოს შემდეგი ნაბიჯების განსახილველად“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყება აღნიშნავს, რომ საქართველოს საკითხი დღეს, 20 ოქტომბერს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოზე იქნება განხილული.
„როგორც ჩანს, გერმანიის ხელისუფლებაში დაფიქრდნენ იმაზე, რომ მოქმედმა ელჩმა, სამწუხაროდ, ნაცვლად იმისა, რომ ასრულებდეს ხიდის როლს მთავრობებს შორის, აირჩია კედლის როლი ჩვენს ქვეყნებსა და მთავრობებს შორის. 30-წლიანი განსაკუთრებული პარტნიორობა, სამწუხაროდ, გერმანიის ელჩის ხელში დავიდა ძალიან დაბალ ნიშნულზე. ამიტომ ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს არის გადატვირთვის სიგნალი. რა თქმა უნდა, მზად ვართ, რომ ჩვენი ურთიერთობები გერმანიასთან დაბრუნდეს იქ, სადაც ის იმსახურებს, რომ იყოს“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარემ.
შალვა პაპუაშვილის თქმით, ეს ყველა ეჩლისთვის „კარგი მაგალითი“ უნდა იყოს.
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები პეტერ ფიშერს დიპლომატიური ურთიერთობის შესახებ ვენის კონვენციის დარღევაში, „რადიკალების“ მხარდაჭერაში, ძალადობის წახალისებაში, „დამოუკიდებელ მართლმსაჯულებაზე“ ზეწოლასა და არჩევნებში ჩარევაში ადანაშაულებენ. 24 სექტემბერს, გერმანიასთან თანამედროვე საქართველოს ურთიერთობის ისტორიაში პირველად, ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში იყო დაბარებული.
