„ქართული ოცნების“ პარლამენტის წევრმა, თეა წულუკიანმა ტელეწამყვან ნანუკა ჟორჟოლიანს სასამართლოში უჩივლა. წულუკიანი და მისი ოჯახის წევრები ჟორჟოლიანს ცილისწამებაში ადანაშაულებენ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სამხარაძე: არაბმა პარტნიორებმა ინვესტიციების წინააღმდეგ კამპანიაზე რეაგირება გვთხოვეს
- 2 აბასთუმნის თავზე ფრენა აიკრძალა - რატომ ჩაკეტა სახელმწიფომ ცა იქ, სადაც ივანიშვილი ცხოვრობს
- 3 უცხოეთში მყოფ წვევამდელებს ჯარში გაწვევისას საქართველოში დაბრუნება მოუწევთ
- 4 საქართველო ევროპაში ბოლო ადგილზეა: პენსია ძირითადი ხარჯების მხოლოდ 22%-ს ფარავს
- 5 მეუფე ისაია უარყოფს, თითქოს კანდიდატურა მოსაყდრე შიოს სასარგებლოდ მოხსნა
- 6 პოლონეთში 5 თვის ჩვილის გარდაცვალების საქმეზე ნუგზარ ქავთარაშვილს ეძებენ
„მე კი სულ ვიცოდი, რომ მართლები ვიყავით, მაგრამ ახლა ჩივილის დროა! [...] დღეს, მე, 82 წლის დედაჩემმა, ჩემმა ძმამ და ჩემმა ძმის შვილმა შევიტანეთ სარჩელი ცილისწამებაზე. ნანულ, ოჯახშიდ კიდენა მეტნიცა ვაართ, მარა ამ ეტაპზე ეს იკმარე“, - წერს თეა წულუკიანი სოციალურ ქსელ Facebook-ში.
სარჩელი ნანუკა ჟორჟოლიანის მიერ Facebook-ის პირად გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტს თეა წულუკიანის მამის, ყოფილი მოსამართლის, ავთანდილ წულუკიანის შესახებ.
„ნანა ჟორჟოლიანს გამოქვეყნებული აქვს 20 პირიანი სია სახელწოდებით: წულუკიანის მამის მიერ დახვრეტილი ხალხი. ამ სიას აქ არ ვაქვეყნებ, რადგან, სავარაუდოდ, არაერთი მათგანი განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულში, მათ შორის, განზრახ მკვლელობაში, გვამების დანაწევრებასა და ნაგავში გადაყრაში და ა.შ. მსჯავრდებული ხალხია წარსულში და მათ წარსულში ქექვა, ნანა-ნანუკა-ნანულა-ნანუჩიოსგან განსხვავებით, ჩემი საქმე არ არის.
უბრალოდ ვიტყვი, წარდგენილია საბუთები, რომ 15 პირი ცოცხალია დღესაც, 1 პირი მას მერე გარდაიცვალა, როცა მამაჩემი საიქიოში იყო უკვე, ზოგი მას მერე გარდაიცვალა, რაც საქართველომ სიკვდილით დასჯა გააუქმა, ერთის იდენტიფიცირება საერთოდ ვერ ხდება და ა.შ.
ახლა, საინტერესოა, ვინ მოკლა იმან და რაფერ ხთეფა ისე, ნანულ, რომ მე ვარ თურმე მკვლელის შვილი“, - წერს წულუკიანი.
პოსტის ბოლოს ის ნანუკა ჟორჟოლიანს მიმართავს: „აღარ ვაპირებთ, რომ გავატაროთ. გეიგეე? ნანუჩ, აბა, სილიკონის ტუჩები (და ისინიც) დაპრუწე და თქვი ....“.
ავთანდილ წულუკიანი 2020 წელს გარდაიცვალა, სასამართლო სისტემა კი 2000 წელს დატოვა. ინტერნეტში იძებნება 2013 წლით დათარიღებული სტატია - სათაურით „თეა წულუკიანის მამის განხილული საქმეები, რაზეც სასიკვდილო განაჩენი გამოიტანეს“. სტატიაში მითითებულია, რომ ინფორმაცია უზენაესი სასამართლოს ვებ-გვერდიდან არის აღებული.
როგორც წულუკიანი წერს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ამჟამინდელი თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც 2012-2013 წლებში პირველმა მიაყენა ავთანდილ წულუკიანს შეურაცხყოფა.
