„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ბრძანების საფუძველზე, 10 ნოემბრიდან, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ გიორგი სახოკია დაინიშნა. კიდევ ერთი ბრძანებით, ამ თანამდებობიდან გათავისუფლდა გიორგი ბუთხუზი. ის 2019 წლის დეკემბრიდან იყო შს მინისტრის მოადგილე.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 2 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 3 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 4 თბილისში პატრულ-ინსპექტორი, 37 წლის გოჩა არველაძე გარდაცვლილი იპოვეს
- 5 პუტინმა 2026-2030 წლებში ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
- 6 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
ამჟამად „ქართული ოცნების“ შს მინისტრს, გელა (გეკა) გელაძეს ხუთი მოადგილე ჰყავს - როლანდ მესხი, გიორგი სახოკია, შალვა თადუმაძე, მარიამ ტაბატაძე და ალექსანდრე დარახველიძე.
რაც შეეხება გიორგი სახოკიას ბიოგრაფიას, მიმდინარე წლის სექტემბერში ის შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორად დაინიშნა და ამ თანამდებობაზე ლელა ჩიქოვანი შეცვალა. ის შსს-ში სხვადასხვა თანამდებობაზე 2014 წლიდან მუშაობდა, მათ შორის, იყო ადმინისტრაციის უფროსი, ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, საჯარო ინფორმაციის სამმართველოს უფროსი. 2013-2014 წლებში გიორგი სახოკია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტოში შიდა აუდიტის სამსახურს ხელმძღვანელობდა. უფრო ადრე დასაქმებული იყო კერძო სექტორში, კერძოდ, 2007-2012 წლებში სს „სილქნეტიში“ სხვადასხვა მენეჯერულ პოზიციას იკავებდა.
