საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს, შესაძლოა, ევროკავშირში შესვლა გაურთულდეთ. ამის შესახებ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელინა ვალტონენმა ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს დაწყებამდე განაცხადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „რეპრესიები რეორგანიზაციის სახელით“ - თელავის უნივერსიტეტიდან 5 პროფესორი გაათავისუფლეს
- 2 თავდაცვის ყოფილი მინისტრის მოადგილე და ნათესავი დააკავეს 1.3 მლნ-ის გაფლანგვის ბრალდებით
- 3 თეა წულუკიანი ნანუკა ჟორჟოლიანს ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივის
- 4 ნათესავებმა თბილისში იპოვეს ჩეჩნეთიდან ოჯახში ძალადობას გამოქცეული ქალი და მისი წაყვანა სცადეს
- 5 სტრასბურგის სასამართლომ გამოაქვეყნა კითხვები მზია ამაღლობელის საქმეზე
- 6 რუსეთი ალეკო ელისაშვილს დაუსწრებლად ასამართლებს უკრაინაში ბრძოლისთვის
„განსაკუთრებულ ყურადღებას გავამახვილებთ საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე. ვწუხვართ მთავრობის გადაწყვეტილების გამო, უკან დაიხიოს ევროკავშირში შემდგომი ინტეგრაციისგან, კანონის უზენაესობისგან, ღია საზოგადოებისა და დემოკრატიისგან.
ჩვენი გზავნილი ხმამაღალი და მკაფიოა - ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს დემოკრატიის, დამოუკიდებლობის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებებისკენ მიმავალ გზაზე, რასაც ისინი იმსახურებენ და რისთვისაც კარის გაღებას სთხოვენ თავიანთ მთავრობას.
ახლა, იმ დროს, როდესაც ხელისუფლებამ გადადგა ნაბიჯები ხალხის ამ ჭეშმარიტი ნების საწინააღმდეგოდ, ჩვენ უნდა ვიფიქროთ ზომებზე, ხელისუფლების წინააღმდეგ და ამავდროულად შევინარჩუნოთ იმედი ხალხისთვის. ეს ზომები არსებობს. მაგალითად, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ არის ის, რომ გავართულოთ ქართველ ოფიციალურ პირებს ევროპაში მოგზაურობა. ეს შეიძლება ნიშნავდეს სანქციებს, ასევე შეიძლება ნიშნავდეს უამრავ ღონისძიებას, რომელიც ჩვენ შეგვიძლია განვახორციელოთ. ჩვენ [ფინეთი] ღია ვართ იმ ზომების მიმართ, რომლებიც კონკრეტულად ეხება საქართველოს მთავრობას და არა საქართველოს ხალხს“, - განუცხადა ელინა ვალტონენმა ჟურნალისტებს.
ლუქსემბურგში საგარეო საქმეთა საბჭო მიმდინარეობს, რომელსაც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჟოზეფ ბორელი ხელმძღვანელობს.
განსახილველ საკითხებს შორისაა საქართველოში ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონის ხელახლა ინიცირებისა და მიღების შემდეგ შექმნილი ვითარება. როგორც ჯოზეფ ბორელმა თქვა, 27 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები იმსჯელებენ იმ ვარიანტებზე, რისი გაკეთებაც ევროკავშირს „მოკლე და საშუალოვადიან პერსპექტივაში“ შეუძლია.
ბორელმა აღნიშნა, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში განიხილება საქართველოსთვის ევროპის სამშვიდობო მექანიზმის მხარდაჭერის შეწყვეტა, მაღალი დონის პოლიტიკური კონტაქტების შეწყვეტა, ფინანსური მხარდაჭერის იმ ნაწილის შეჩერება, რომელიც პირდაპირ მთავრობაზე მიდის.
