„ქართული ოცნების“ პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ დანიშნა გიორგი მოდებაძე, რომელიც 2024 წლის ნოემბრიდან დღემდე განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა. მანამდე, ოთხი თვის განმავლობაში, ის თბილისის საქალაქო სასამართლოს მენეჯერი იყო, 2016-2024 წლებში - ამავე სასამართლოს სამდივნოს უფროსად, ხოლო 2010-2016 წლებში პირველი და მეორე კატეგორიის უფროს სპეციალისტად მუშაობდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 2 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 3 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 4 თბილისში პატრულ-ინსპექტორი, 37 წლის გოჩა არველაძე გარდაცვლილი იპოვეს
- 5 პუტინმა 2026-2030 წლებში ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
- 6 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
37 წლის გიორგი მოდებაძე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლის მაგისტრია. 2010 წელს ჩაბარებული აქვს მოსამართლის თანაშემწის გამოცდა.
„გიორგი მოდებაძეს სასამართლო სისტემაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, ის ასევე იკავებდა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას“, – ვკითხულობთ ყაველაშვილის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელის წარდგენის წინ, საკონსტიტუციო სასამართლო ერთ-ერთმა მოსამართლემ, ირინე იმერლიშვილმა დატოვა. ის პრეზიდენტის მიერ იყო დანიშნული და უფლებამოსილების ათწლიანი ვადა ერთ წელში, 2026 წლის სექტემბერში ეწურებოდა.
საკონსტიტუციო სასამართლო 10 წლის ვადით განწესებული 9 მოსამართლისაგან შედგება. მათგან 3-ს საქართველოს პრეზიდენტი ნიშნავს, 3 მოსამართლეს სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეხუთედის უმრავლესობით ირჩევს პარლამენტი, ხოლო 3 მოსამართლეს ნიშნავს უზენაესი სასამართლო.
