კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებით, საავტომობილო საწვავის რეალიზატორ კომპანიებს „ლუკოილ-ჯორჯიას“, „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“, ,,სან პეტროლიუმ ჯორჯიას“, „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმს“ და,,რომპეტროლ საქართველოს“ ფინანსური სანქცია - ჯამში, 4 მილიონ ლარამდე დაეკისრათ. სააგენტო მათ 2022 წლის მარტი-აგვისტოს პერიოდში საავტომობილო საწვავის საცალო ბაზარზე მაღალი ფასების შენარჩუნებას ედავება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 2 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 3 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 4 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
- 5 ნატა ვიბლიანის გაუპატიურების ერთი ეპიზოდი მამის საფლავზე მოხდა - ადვოკატი
- 6 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
შპს „ლუკოილ-ჯორჯია“ დაჯარიმდა 450 590 ლარით; სს „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია“ - 693 576 ლარით; შპს „სან პეტროლიუმ ჯორჯია“ - 1 073 859 ლარით; შპს „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმი“ - 718 986 ლარით; შპს „რომპეტროლ საქართველო“ - 987 886 ლარით.
სააგენტოს განცხადებით, მოკვლევის შედეგად დადასტურდა, რომ შპს „სან პეტროლიუმ ჯორჯიას“ („გალფი“), შპს „რომპეტროლ საქართველოს“, შპს „ლუკოილ-ჯორჯიას“, სს „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“ და შპს „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმს“ მნიშვნელოვნად დაბალი თვითღირებულების საწვავი ჰქონდათ, თუმცა კომპანიების საცალო საფასო პოლიტიკა იყო იდენტური და პროდუქტის თვითღირებულების ცვლილება არ აისახებოდა ბენზინგასამართ სადგურებზე; „რომპეტროლს“ საცალო ბაზარზე გაჰქონდა მაღალი თვითღირებულების საწვავი, ხოლო იაფიანს საბითუმო ბაზარზე კონკურენტს აწვდიდა. ხუთივე კომპანიის წარმომადგენლებს შორის იყო აქტიური სატელეფონო კომუნიკაცია.
მოკვლევა 2022 წლის 16 აგვისტოს, პრემიერ-მინისტრის რეკომენდაციის და სააგენტოს მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგების საფუძველზე დაიწყო.
სააგენტოს განცხადებით, დღეისთვის ნავთობპროდუქტების ბაზარზე ვითარება ნორმალიზებულია, თუმცა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან და ბაზრის სტრატეგიული მნიშვნელობიდან გამომდინარე, კონკურენციის ეროვნული სააგენტო საავტომობილო საწვავის (ბენზინი, დიზელი) ბაზრის მონიტორინგს აგრძელებს.
„სოკარი“, „ვისოლი“ და „რომპეტროლი“ აპირებენ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრონ.
