სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის თქმით, სომხეთისთვის საქართველოს ევროპული პერსპექტივები ძალიან მნიშვნელოვანია. ფაშინიანმა ამის შესახებ განაცხადა პარიზის მე-8 სამშვიდობო ფორუმზე, სადაც დისკუსიაში - სახელწოდებით „ლიდერობის გზაჯვარედინზე“ - მონაწილეობდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 2 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 3 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 4 თბილისში პატრულ-ინსპექტორი, 37 წლის გოჩა არველაძე გარდაცვლილი იპოვეს
- 5 პუტინმა 2026-2030 წლებში ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
- 6 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
სომხეთის ლიდერს ჰკითხეს, შეიძლება თუ არა, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ისტორიული მშვიდობა ორივე ქვეყნისთვის იყოს პირველი ნაბიჯი ევროპული ინტეგრაციისკენ.
„აზერბაიჯანის სახელით ვერ ვისაუბრებ და ეს არასწორი იქნებოდა. როგორც იცით, ჩვენ მივიღეთ კანონი სომხეთის ევროკავშირში გაწევრების შესახებ და ეს არის ძალიან მკაფიო გამოხატულება ჩვენი მისწრაფებების.
მაგრამ, ეს, გარკვეულწილად, დაკავშირებულია რეგიონის კიდევ ერთი ქვეყნის, საქართველოს ევროპულ პერსპექტივასთან.
რატომ გახდა შესაძლებელი სომხეთში ამ კანონის მიღება? იმიტომ, რომ ერთი წლის წინ საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღო.
დანამდვილებით ვერ ვიტყვი, რადგან ეს გეოგრაფიის საკითხიცაა, მაგრამ სომხეთისთვის, ვფიქრობ, რომ საქართველოს ევროპული პერსპექტივები ძალიან მნიშვნელოვანია“, – თქვა ფაშინიანმა.
სომხეთის პარლამენტმა ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ კანონი მიმდინარე წლის მარტში მიიღო.
