„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ (საია) განცხადებით, „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული ახალი საკანონმდებლო ცვლილებები „ფუნდამენტურად ზღუდავს ადამიანის ძირითად უფლებებს“. კანონპროექტის მიხედვით, საპროტესტო აქციაზე სახის ნიღბით დაფარვა და სავალი გზის გადაკეტვა სისხლის სამართლის წესით დაისჯება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სტრასბურგის სასამართლომ გელა მთივლიშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო
- 2 დიდმა ბრიტანეთმა ლევან ვასაძე და ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა
- 3 გაგლოევმა „ძალოვნებს“ დაავალა 4 ოქტომბრის არჩევნების წინ ე.წ. საზღვარზე სიტუაცია გააკონტროლონ
- 4 სუს-მა ძებნა გამოაცხადა ლილუაშვილის ნათესავსა და ვანში „ოცნების“ დეპუტატზე, ბიჭიკო პაიკიძეზე
- 5 გოცირიძე: ამ მასშტაბის ფულის გათეთრება ვერ ხერხდება ხელისუფლების მფარველობის გარეშე
- 6 „გამოიწვია ქონებრივი ზიანი 570 ლარის ოდენობით“ – პროკურატურამ ელენე ხოშტარიას ბრალი წარუდგინა
„ინიცირებული ცვლილებებით ქართული ოცნება“ ავტორიტარულ კანონშემოქმედებას შეკრების თავისუფლების კრიმინალიზების ინიციატივით აგრძელებს“, - ნათქვამია საიას განცხადებაში.
როგორ უფლებადამცველი ორგანიზაცია აღნიშნავს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთხელ დაადგინა, რომ მშვიდობიანი დემონსტრაციები არ უნდა ექვემდებარებოდეს სისხლის სამართლის სანქციების საფრთხეს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს სანქციები თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.
„განმარტებითი ბარათის თანახმად, „ადმინისტრაციულსამართლებრივი პასუხისმგებლობა, როგორც სახელმწიფოს რეაგირების ზომა, ცალკეულ შემთხვევებში ვერ ქმნის შემაკავებელ ეფექტს იმ პირთა მიმართ, რომლებიც სისტემატურად უგულებელყოფენ საზოგადოებრივი წესრიგის დადგენილ ნორმებს. ხაზგასასმელია, რომ შეკრებისა ან მანიფესტაციის დროს ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, თუ ამას არ მოითხოვს შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობა, ისევე როგორც ხალხის ან ტრანსპორტის გადაადგილებისთვის განზრახ დაბრკოლებების შექმნა, თავისთავად სცილდება გამოხატვის თავისუფლების ლეგიტიმურ ფარგლებს და ქმნის მნიშვნელოვან რისკებს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის. აღნიშნულ ქმედებათა განმეორებით ჩადენა კი საფრთხეს უქმნის სხვათა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, რადგან შეუძლებელს ხდის სასწრაფო დახმარების,სახანძრო და სხვა საგანგებო სამსახურების ოპერატიულ რეაგირებას, რისთვისაც აუცილებელია დაწესდეს თანაზომიერი პასუხისმგებლობის ზომა.“
ამ მსჯელობიდან გამომდინარეობს, რომ, საკანონმდებლო ცვლილებების მოტივი, განმარტებითი ბარათის მიხედვით, არის ის, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით ვერ ხდება რუსთაველზე მიმდინარე ყოველდღიური პროტესტის შეზღუდვა.
ბუნებრივია, ის, რაც იწვევს ადამიანების სიცოხლის ან ქონების დაზიანების საფრთხეს ან სხვა ისეთი სიკეთის შელახვას, რაც სისხლის სამართლებრივად დასჯადია, აქამდეც არსებობს სისხლის სამართლი კოდექსში და ინიციირებული ცვლილების მიზანი უბრალოდ ბლანკეტური აკრძალვის დაწესებაა, რაც, ასევე, შეკრების თავისუფლებაზე მსუსხავი ეფექტის ქონას ისახავს მიზნად.
ინიციირებული ცვლილებები წარმოადგენს ქართული ოცნების მხრიდან ძალაუფლების გამოვლინებას, რომელიც აწესებს, რომ კონკრეტული ქმედება, ამ შემთხვევაში, პროტესტი, არის გასაკიცხი ქმედება, მეტიც, დანაშაული და, რომელიც ყოფს მოსახლეობას დემონსტრანტებად, ანუ, დამნაშავეებად და, ამ შემთხვევაში, ყველა სხვად“, - აცხადებს საია.
ასოციაცია ცვლილებებიც დაჩქარებული წესით განხილვასაც აფასებს და აცხადებს, რომ ესეც „ავტორიტარული კანონშემოქმედების“ ნაწილია.
„საქართველოს კანონმდებლობით, კანონპროექტთა დაჩქარებული წესით განხილვა და მიღება გულისხმობს მათ დამტკიცებას პლენარული სხდომების 1 კვირის განმავლობაში. თუმცა იგი კანონშემოქმედების პროცესის მხოლოდ პროცედურული დეტალი არაა. ამ წესით საკანონმდებლო ინიციატივათა განხილვის როგორც რაოდენობრივი, ასევე შინაარსობრივი მაჩვენებელი დემოკრატიის ხარისხის არსებითი ინდიკატორია. დაგეგმილი საკანონმდებლო რეგულაციების სიღრმისეული განხილვა, მასში საზოგადოების მაღალი ჩართულობა და მათი მხრიდან კანონების შინაარსზე ზეგავლენის შესაძლებლობა პირდაპირ აისახება მათ ლეგიტიმაციასა და ხარისხზე. კანონშემოქმედებით პროცესში საგამონაკლისო პროცედურების არამიზნობრივად გამოყენება კი სამართლებრივი სახელმწიფოს და სამართლებრივი უსაფრთხოების პრინციპებს მნიშვნელოვან ზიანს აყენებს. ეს პრობლემა გაცილებით დიდია იმის გათვალისწინებით, რომ ახალი ცვლილებები ფუნდამენტურად ზღუდავს ადამიანის ძირითად უფლებებს.
„ქართული ოცნება“ ამ საკანონმდებლო ცვლილებით, ასევე ბოლო დროს მიღებული/შეცვლილი საკანონმდებლო აქტებით, ამყარებს „დაკანონებულ უსამართლობას“, რითაც ძირს უთხრის სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპს“, - ნათქვამია საიას განცხადებაში.
