რიკოთის ჩქაროსნული მაგისტრალის 27 კმ-იან მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა გაიხსნა. მაგისტრალური გზის ახალი, ოთხზოლიანი მონაკვეთი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევთან იწყება და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის დაბა შორაპანთან მთავრდება. ხევი-შორაპნის მონაკვეთი 65 ხიდსა და 38 გვირაბს მოიცავს. ახალი მონაკვეთი რიკოთზე გადაადგილების მანძილს 8 კილომეტრით, ხოლო გადაადგილების დროს 25 წუთით ამცირებს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 3 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 4 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 5 დამოუკიდებელი მედიების რედაქტორები ელისო კილაძის საქმის განხილვის საჯაროობას ითხოვენ
- 6 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
ხევი-შორაპნის მონაკვეთზეა საქართველოში ყველაზე გრძელი - 1362 მეტრის ხიდი, ხოლო ამავე მონაკვეთზე ყველაზე გრძელი გვირაბის სიგრძე 1640 მეტრია.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, რიკოთის მაგისტრალური გზა ჯამში 52 კმ იქნება, 97 ხიდი და 51 გვირაბი შენდება.
„დღეის მდგომარეობით, 48 გვირაბი უკვე გაჭრილია და 83 ხიდი აშენებული. ეს არის ყველაზე მასშტაბური პროექტი. ასეთი მასშტაბის, სირთულის პროექტი გადაწყვეტის თვალსაზრისით, არ განხორციელებულა ჩვენი ქვეყნის რეალობაში. სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს დარჩენილ მონაკვეთებზე და მთავრობის გეგმის მიხედვით, 2024 წლის ბოლოს რიკოთის მონაკვეთი მთლიანად გაიხსნება“, - თქვა პრემიერ-მინისტრმა.
რიკოთის გზის მშენებლობა ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB), მსოფლიო ბანკისა (WB) და აზიის განვითარების ბანკის (ADB) მხარდაჭერით მიმდინარეობს. სამშენებლო სამუშაოების ჯამური ღირებულება 2.6 მილიარდ ლარამდეა.
პროექტის ფარგლებში სურამთან, შროშასთან და ზესტაფონთან მოეწყობა სპეციალური სივრცეები, ე.წ. სავაჭრო მოედნები, სადაც მოსახლეობა საკუთარი პროდუქციის რეალიზაციას გამართული ინფრასტრუქტურისა და საგზაო უსაფრთხოების პირობებში შეძლებს.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, რიკოთის მაგისტრალური გზის პროექტირებაზე იმუშავეს ცნობილმა ამერიკულმა, იტალიურმა, თურქულმა და ქართულმა კომპანიებმა; სამშენებლო სამუშაოებს ასრულებს ღია ტენდერში გამარჯვებული 4 სხვადასხვა ჩინური კომპანია, სამუშაოებს კი ზედამხედველობენ საერთაშორისო კომპანიები საფრანგეთიდან, თურქეთიდან, ავსტრალიიდან და კორეიდან.
