პოეტი და მთარგმნელი, საქართველოსა და სომხეთის მწერალთა კავშირების საპატიო წევრი გივი შაჰნაზარი 91 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მწერალთა სახლმა გაავრცელა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 2 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 3 აფხაზი ბლოგერის დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი დააკავეს
- 4 სამხედრო გაწვევის უწყება ვებგვერდზე გამოქვეყნდება და ჩაბარებულად ჩაითვლება
- 5 ივანიშვილის გინების შემდეგ, გიორგი კირვალიძეს საპროცესო შეთანხმება გაუუქმეს
- 6 მიმავალ ადამიანს ხშირად ზედმეტად აწუხებენ სამედიცინო საშუალებებით - პატრიარქი
1950-იანი წლებიდან მოყოლებული გივი შაჰნაზარმა ქართულ ენაზე თარგმნა არაერთი სომეხი პოეტის ლექსები, მათ შორის, მე-18 საუკუნეში საქართველოში მოღვაწე ეთნიკურად სომეხი პოეტის, საიათნოვას შემოქმედება.
„მე, როგორც ორი ძველთუძველესი ერის შვილი, მათი ურთიერთობის ბევრი გზის კვალში მადევრის როლს ვერასოდეს ვუღალატებ“, - წერდა შაჰნაზარი 2010 წელს. ის ასევე იყო აფხაზური და ოსური პოეზიის მთარგმნელი.
2015 წელს გივი შაჰნაზარს თბილისის საპატიო მოქალაქის სტატუსი მიანიჭეს, ხოლო 2021 წელს, ქართულ ლიტერატურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ლიტერატურული პრემია „საბას“ ჯილდო გადაეცა. დაჯილდოებული იყო ღირსების ორდენით.
