ლავროვი: „3+3“ ფორმატში საქართველოსთვის კარი ღიაა

„3+3“ ფორმატი საქართველოსთვის კარი ღია რჩება. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავრომა განაცხადა. მისი თქმით, სამხრეთ კავკასიის საკითხებზე აღნიშნული ფორმატის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე, მომდევნო შეხვედრა მოსამზადებელ ფაზაშია და ადგილის შერჩევა მიმდინარეობს.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„მინისტერიალის ორი შეხვედრა უკვე გაიმართა, მესამე კი ამჟამად მზადდება. ჩვენი ქართველი მეზობლები ჯერჯერობით თავს იკავებენ მონაწილეობისგან, მაგრამ ჩვენ მუდმივად ხაზს ვუსვამთ, რომ მათთვის კარი ღიაა. ჩემი კოლეგა, ჰაკან ფიდანი, აქტიურად უჭერს მხარს მესამე მინისტერიალის ჩატარებას. ადგილმდებარეობა ამჟამად დგინდება. იმედი მაქვს, რომ მალე გაირკვევა ყველაფერი“, - განაცხადა ლავროვმა 29 იანვარს მიცემულ ინტერვიუში.

„ჩვენ სამხრეთ კავკასიაში საერთო მეზობლები ვართ“, - ხაზგასმით აღნიშნა სერგეი ლავროვმა.

2020 წელს ჩამოყალიბებულ „3+3“ ფორმატში  სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი, ირანი და რუსეთი მონაწილეობენ. ქართული მხარე მასში მონაწილეობისგან თავს იკავებს რუსეთის მიერ მისი ტერიტორიების განგრძობადი კუპაციის გამო.

როგორც  „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა, ამ ეტაპზე „3+3“ ფორმატში ჩართვა საქართველოსთვის არც პოლიტიკურად და არც ეკონომიკურად გამართლებული არ არის, თუმცა მან არ გამორიცხა, რომ მომავალში ეს მოცემულობა შეიცვალოს.

„3+3“ ფორმატის ჩამოყალიბების მთავარი ინიციატორები აზერბაიჯანისა და თურქეთის პრეზიდენტები, ილჰამ ალიევი და რეჯეფ თაიფ ერდოღანი იყვნენ. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში სამი შეხვედრა გაიმართა - 2021 წელს მოსკოვში, 2023 წელს თეირანში, ხოლო 2024 წელს - სტამბოლში.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.