„ქართული ოცნების“ მთავრობაში სოციალური დაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რომ მომდევნო თვეების განმავლობაში, შემწეობის მიმღები ოჯახები გადამოწმდებიან. მისი თქმით, სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზა შესაბამისობაში ვერ მოდის „იმ აღიარებულ ეკონომიკურ წარმატებასთან, რომელიც ქვეყანას ჰქონდა ბოლო წლების განმავლობაში“.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ზახაროვა: რუსეთის წყალობით საქართველო ეკონომიკის ზრდის რეკორდულ ტემპს აჩვენებს
- 2 „სფერო ჰოლდინგის“ საქმეზე კიდევ ერთი პირი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს
- 3 ლავროვი: „3+3“ ფორმატში საქართველოსთვის კარი ღიაა
- 4 „ოცნება“ გრანტების კანონს კიდევ ამკაცრებს და 6 წლამდე პატიმრობა შემოაქვს
- 5 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტი 1-ელი აპრილიდან აიკრძალება
- 6 კალაძე შენობების ფასადების „ვანდალურად მოხატვისთვის“ კანონის გამკაცრებას ითხოვს
გადამოწმების შედეგად, როგორც მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, შესაძლებელი იქნება, ბაზა გახდეს „რეალური“.
„დღეისთვის, სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში რეგისტრირებული და ფინანსური შემწეობის მიმღები ოჯახების რაოდენობა აღემატება 185 ათასს, ხოლო ასეთი ოჯახების წევრთა რაოდენობა შეადგენს, ჯამში, 710 ათასს.
ბაზაში სულ რეგისტრირებულია 400 ათასამდე ოჯახი, ჯამში, დაახლოებით 1 მილიონ 300 ათასი პირი. თუმცა, ნახევარზე მეტი არ იღებს შემწეობას, მაგრამ მათი მნიშვნელოვანი ნაწილი სარგებლობს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვადასხვა ტიპის შეღავათით.
სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიანი ბაზა არაერთხელ გამხდარა არაკეთილსინდისიერი პოლიტიკური სპეკულაციების საგანი.
2012 წლის შემდეგ, მეტი ადამიანის მხარდაჭერის მიზნით, 2-ჯერ გაიზარდა იმ ქულის მაჩვენებელი, რომელიც შემწეობის მიღება განსაზღვრავს. ქულა რომ არ გაზრდილიყო, ანუ შედარებით უფრო შეძლებულებისთვისაც რომ არ დაენიშნა სახელმწიფოს შემწეობა, დღეისთვის, შემწეობის მიმღებ ოჯახთა რაოდენობა იქნებოდა 120 ათასი ნაცვლად 185 ათასი ოჯახისა.
სამწუხაროდ, გადამოწმების შეფერხებები, სხვა ობიექტური თუ სუბიექტური გარემოებები ოპოზიციურად განწყობილ პირებს საფუძველს უქმნიდა ასეთი სპეკულაციებისთვის. აღსანიშნავია, რომ კოვიდ პანემიის შემდეგ მოქმედებდა ე.წ. მორატორიუმი და გარდა უიშვიათესი გამონაკლისებისა, პრაქტიკულად არ ხორციელდებოდა ოჯახების გადამოწმება. ამის გამო ბაზაში დღემდე ფიქსირდებიან ადამიანები და ოჯახები, რომლებსაც, საბედნიეროდ, აღარ აქვთ სახელმწიფოს მხირდან სოციალური დახმარების აუცილებლობა“, - განაცხადა სარჯველაძემ დღეს, 20 თებერვალს, გამართულ ბრიფინგზე.
„ქართული ოცნების“ მინისტრის თქმით, არის „სრულიად ანომალიური“ შემთხვევებიც. მაგალითად, „ბაზაში რეგისტრირებულია და შემწეობას იღებს ოჯახი, რომელსაც ბოლო სამ თვეში მიღებული აქვს შემოსავალი, ჯამში, რამდენიმე ათეული ათასი ლარი“.
„ასეთი ოჯახების რაოდენობა, არ არის ცოტა, ნამდვილად, თუმცა, ძირითად შეთხვევაში, სახეზეა ოჯახები, რომელთაც ამ დროის განმავლობაში გაუჩნდათ გარკვეული მატერიალური შესაძლებლობები, გაუუმჯობესდათ მდგომარეობა და მათი ეს მდგომარეობა აღარ არის ისეთი ხელმოკლეობა, როდესაც მათ სახელმწიფომ უნდა დაუნიშნოს ფინანსური შემწეობა.
ამრიგად, ფაქტია, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზა შესაბამისობაში ვერ მოდიოდა იმ აღიარებულ ეკონომიკურ წარმატებასთან, რომელიც ქვეყანას ჰქონდა ბოლო წლების განმავლობაში. სწორედ, ამ მიზეზთა გამო, იქმნებოდა ნიადაგი აღნიშნული რიცხვებით მანიპულირებისა და ყალბი შთაბეჭდილებების შესაქმნელად.
დროა წერტილი დაესვას ასეთ პოლიტიკურ სპეკულაციებს. ამ მიზნით, სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის „სოციალური მომსახურების სააგენტო“ იწყებს ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების გადამოწმების აქტიურ პროცესს. ჩვენი მიზანია, ბაზაში რჩებოდნენ მხოლოდ ის ოჯახები და ადამიანები, ვისაც დღეისთვის მოქმედი კანონდმებლობის თანახმად, რეალურად ეკუთვნით სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერა“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
სოციალური მომსახურების სააგენტო პირველ რიგში იმ ოჯახებს შეამოწმებს, რომელთა შემთხვევაშიც, „სხვადასხვა ფაქტორების გამო მაღალია ალბათობა“, რომ შემწეობის მიღების პირობებს არ აკმაყოფილებენ. ერთ-ერთ ასეთ საფუძვლად განისაზღვრება ბოლო სამი თვის განმავლობაში, ყოველთვიურად 2000-ლარიანი შემოსავლის მიღება.
მიხეილ სარჯველაძის თქმით, შემოწმების პროცესი საკმაოდ ხანგრძლივი იქნება.
