ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“, „ქართული ოცნების“ წევრები ფიზიკურად გაუსწორდნენ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარესა და ყოფილ პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას. ჯგუფურ თავდასხმაში მონაწილეთა შორის არალეგიტიმური პარლამენტის დეპუტატი დიტო სამხარაძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრი, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გიორგი მანველიძეც იყვნენ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 2 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 3 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 4 თბილისში გარდაცვლილი ტაილანდელი იუთუბერის ოჯახი სუიციდის ვერსიას უარყოფს
- 5 თბილისში პატრულ-ინსპექტორი, 37 წლის გოჩა არველაძე გარდაცვლილი იპოვეს
- 6 პუტინმა 2026-2030 წლებში ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
გიორგი გახარია საავადმყოფოშია გადაყვანილი. თვითმხილველების ინფორმაციით, ის სასტიკად არის ნაცემი.
„ყველას მოგაკითხავთ. წარმოდგენა არ გაქვთ რამხელა შეცდომა დაუშვით. დანდობა არ იქნება, გპირდებით! 24 საათში არ იქნება ყველა თავდამსხმელი დაკავებული და თქვენც მოგაკითხავთ! ივანიშვილო, საბრალდებო სკამზე დაგსვამ პირადად! ერთი მტკიცებულება მაინც რომ დამხვდეს განადგურებული, ცუდად იქნება თქვენი საქმე. ვურეკავ აჭარის პროკურორს. არ მპასუხობს. „შერატონის“ დაცვა უკვე გადამალეს. მტკიცებულებების განადგურება დაიწყეს“, - დაწერა სოციალურ ქსელ Facebook-ში პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილემ, ყოფილმა პროკურორმა ნათია მეზვრიშვილმა.

14 იანვარს, გახარია თანაპარტიელებთან ერთად ბათუმის საქალაქო სასამართლოში პროცესებს ესწრებოდა. ბოლო დღეებში ბათუმში გამართულ საპროტესტო აქციებზე დაკავებულთა შორის „საქართველოსთვის“ წევრებიც არიან. სასამართლომ მათე ცენტერაძეს 5, ხოლო ელიზბარ ჩხიკვაძეს 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
