თბილისში გარდაცვლილი პოპულარული ტაილანდელი მოგზაურისა და იუთუბერის, 27 წლის ბოვონტატ პენგსუკის (ინტერნეტსივრცეში ცნობილი როგორც „ჰლუნ სოლო“) ოჯახი თვითმკვლელობის ვერსიას კატეგორიულად უარყოფს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 3 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 4 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 5 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
- 6 მძღოლს, რომელმაც გორში ავარიით დედა-შვილი იმსხვერპლა, 225 ვიდეოჯარიმა ჰქონდა
გარდაცვლილის ბებია, 82 წლის სომ პლენგსუკი აცხადებს, რომ შვილიშვილი ყოველთვის მხიარული იყო და თვითდაზიანების სურვილი არასდროს გამოუხატავს. ოჯახი სასტუმროს სათვალთვალო კამერების ჩანაწერების ამოღებას, სრულ აუტოფსიას და იმ პირთა იდენტიფიცირებას ითხოვს, ვინც ის ბოლოს ცოცხალი ნახა.
გარდაცვლილის ძმა განმარტავს, რომ ტოქსიკოლოგიური ანალიზის პასუხების მიღებამდე მოგზაურის ყველა პირადი ნივთი დროებით გამოძიებას აქვს. ოჯახს განუმარტეს, რომ ექსპერტიზის დასრულების შემდეგ უწყება ხელახლა შეაფასებს ვითარებას და გადაწყვეტს, რომელი ნივთები დაიტოვოს მტკიცებულებად და რომელი დაუბრუნოს ნათესავებს. ამჟამად ცხედრის სამშობლოში გადასვენების პროცედურები მიმდინარეობს.
მომხდართან დაკავშირებით განმარტება გააკეთა ტაილანდის ვიცე-პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა, სიჰასაკ ფუანგკეტკეომ. მისი თქმით,
მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდის ცხედარი თბილისის სასტუმროში ჯერ კიდევ 14 ივლისს იპოვეს (მას შემდეგ, რაც მან ნომერი დადგენილ დროს არ დატოვა), ანკარაში ტაილანდის საელჩომ, რომელიც საქართველოსაც ფარავს, ქართული მხარისგან ოფიციალური შეტყობინება მხოლოდ 29 ივლისს მიიღო.
ტაილანდურმა მხარემ საქართველოს ხელისუფლებას ოფიციალურად მიმართა კითხვით, რატომ დაგვიანდა ინფორმაციის მიწოდება დაახლოებით 10 დღით.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე (თვითმკვლელობამდე მიყვანა) მუხლით აწარმოებს. აღსანიშნავია, რომ ამ მუხლით გამოძიება ხშირად იწყება ისეთ შემთხვევებზეც, როდესაც სიკვდილის რეალური გარემოებები ბუნდოვანია და ფაქტების სრულყოფილი გადამოწმებაა საჭირო. გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.
მიუხედავად იმისა, რომ ჰლუნ სოლოს ცხედარი 14 ივლისს იპოვეს, ოჯახი ორ კვირაზე მეტხანს სრულიად გაურკვევლობაში იყო. გარდაცვლილის ძმამ, რომელიც სოციალურ ქსელში პოსტებს Klose Mos-ის სახელით აქვეყნებს, საზოგადოებას დახმარებისთვის საჯაროდ 28 ივლისს მიმართა:
„მასთან ბოლო კონტაქტი 2026 წლის 13 ივლისს შედგა. მას შემდეგ ვერ ვახერხებთ დაკავშირებას ტელეფონით ან რაიმე ონლაინ არხით და ჩვენი ოჯახი უკიდურესად შეშფოთებულია...“ - წერდა მისი ძმა.
გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია ოჯახმა ტაილანდის დროით 30 ივლისის ღამით შეიტყო.

ბოვონტატ პენგსუკი კალასინის პროვინციაში ბებიამ გაზარდა. ვიდრე წარმატებული ბლოგერი გახდებოდა, ის ქარხანაში 10-საათიან ცვლაში მუშაობდა და დღეში მხოლოდ 300 ბატს (დაახლოებით 8-9 დოლარს) გამოიმუშავებდა. მიუხედავად მძიმე სოციალური პირობებისა, მან საკუთარი შრომით მოიპოვა სრული სტიპენდია ტაილანდის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ჩულალონგკორნის უნივერსიტეტში.
ახალგაზრდამ მსოფლიოს 50-ზე მეტ ქვეყანაში იმოგზაურა. მან YouTube არხი 2021 წლის დეკემბერში შექმნა და თავგადასავლების გაზიარებით მილიონზე მეტი გამომწერი შემოიკრიბა (ხოლო Facebook-ზე მის გვერდს 3 მილიონზე მეტი მიმდევარი ჰყავს). ბევრი ახალგაზრდისთვის ის წარმატებისა და შეუპოვარი შრომის სიმბოლო იყო.
ტრაგიკულმა ინციდენტმა ტაილანდურ მედიაში უკვე გააჩინა კითხვები იმის შესახებ, რამდენად უსაფრთხოა საქართველო ინდივიდუალური მოგზაურებისთვის.
ბოლო თვეების განმავლობაში საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების გარდაცვალების სხვა საეჭვო ფაქტებიც დაფიქსირდა:
მარტში თბილისში, სასტუმრო „პანორამა 360“-ის ნომერში 22 წლის რუსი ტურისტი, ალინა კამბაროვა გარდაცვლილი იპოვეს (გამოძიება ისევ 115-ე მუხლით დაიწყო, მიზეზი უცნობი დარჩა).
მაისში მდინარე მტკვარში ინდოეთის მოქალაქის, 23 წლის დვანიტ რაჯდიპის ცხედარი იპოვეს. ოჯახი აცხადებდა, რომ სტუდენტი შესაძლოა შევიწროებისა და გამოძალვის მსხვერპლი გამხდარიყო, თუმცა გამოძიება აქაც თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით წარიმართა.
