სტრასბურგში, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 47-ე სესიაზე, გადაუდებელი დებატების შემდეგ, საქართველოში შექმნილი ვითარების შესახებ კრიტიკული დეკლარაცია მიიღეს. დეკლარაციას, რომელიც კონგრესის ვიცე პრეზიდენტმა, ქსავიერ კადორემ წარადგინა, 76-მა წევრმა დაუჭირა მხარი, 10-მა კი წინააღმდეგ მისცა ხმა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რიჟვაძის საქმეზე საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ალექსი ახვლედიანი დააკავეს
- 2 მზია ამაღლობელს ერთ თვალში მხედველობა 10 %-მდე შეუმცირდა, მეორეში - 0,04 %-ია - ადვოკატი
- 3 პაპუაშვილი არჩევნებზე წალენჯიხის მერიის განცხადებას „საბოტაჟს“ უწოდებს
- 4 ივანიშვილ-კუპრაშვილის ბიურომ რუსული კანონების აღსრულება დაიწყო - არასამთავრობოები
- 5 სასამართლომ ნიკა გვარამიას პატიმრობა შეუფარდა
- 6 სტიკერის გაკვრაზე მზია ამაღლობელი მეორედ გაასამართლეს და 1000 ლარით დააჯარიმეს
კონგრესი ღრმა შეშფოთებას გამოხატავს საქართველოში დემოკრატიული უკუსვლისა და ადამიანის უფლებების შესუსტების მკაფიო ნიშნების გამო, რაც „აღინიშნება საზოგადოებაში გაძლიერებული პოლარიზაციითა და ისეთი კანონმდებლობის ამოქმედებით, რომელიც ეწინააღმდეგება ევროპის საბჭოს სტანდარტებს“.
დეკლარაციაში საუბარია ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების, მათ შორის დისკრიმინაციის დაუშვებლობის და შეკრების თავისუფლების ეფექტური დაცვის აუცილებლობის შესახებ.
„ადგილობრივი ხელისუფლება არ უნდა აღმოჩნდეს ისეთ მდგომარეობაში, როდესაც მას კანონით მოეთხოვება დაარღვიოს ადამიანის უფლებები და ფუნდამენტური თავისუფლებები ან განახორციელოს ანტიდემოკრატიული პოლიტიკა საკუთარ თემში ინკლუზიურობის, ტოლერანტობისა და მშვიდობიანი თანაცხოვრების საზიანოდ“, - ვკითხულობთ დეკლარაციაში.
ამის გათვალისწინებით კონგრესმა კიდევ ერთხელ მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, გააუქმოს ადამიანის უფლებების წინააღმდეგ მიმართული კანონები და თავი შეიკავოს ნებისმიერი ქმედებისგან, რომელიც მომავალში პოლიტიკურ პლურალიზმს საფრთხეს შეუქმნის, შელახავს ადამიანის უფლებებს ან ძირს გამოუთხრის დემოკრატიის საფუძვლებს.
„საქართველო უნდა დაბრუნდეს დემოკრატიული კონსოლიდაციის გზაზე და ხელახლა დაადასტუროს დემოკრატიული პრინციპებისა და ადამიანის უფლებებისადმი პატივისცემა“, - ნათქვამია დეკლარაციაში.
კონგრესი ასევე შეახსენებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ უნდა შეასრულოს 2023 წლის მაისში რეიკიავიკის დეკლარაციით ხელახლა აღებული ვალდებულებები და რომ შესაძლოა პასუხიმგებლობა დაეისროს ევროპის საბჭოს ორგანოების მხრიდან, თუკი ამას არ გააკეთებს.
