საქართველოს საკითხზე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მონიტორინგის თანამომხსენებლები, ედიტ ესტრელა (პორტუგალია, სოციალისტების ჯგუფი) და საბინა ჩუდიჩი (ბოსნია და ჰერცეგოვინა, ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი) ღრმა შეშფოთებას გამოთქვამენ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილების გამო, მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს ოთხი დემოკრატიული ოპოზიციური პარტიიდან სამის ასაკრძალად.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 2 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 3 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 4 თბილისში პატრულ-ინსპექტორი, 37 წლის გოჩა არველაძე გარდაცვლილი იპოვეს
- 5 პუტინმა 2026-2030 წლებში ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
- 6 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
ედიტ ესტრელა და საბინა ჩუდიჩი „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებენ, გადახედოს სარჩელს და შეაჩეროს ქვეყნის სწრაფი დემოკრატიული უკუსვლა.
„როგორც ასამბლეამ საქართველოში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დაცვის შესახებ თავის ბოლო რეზოლუციაში ხაზგასმით აღნიშნა, დემოკრატიული ოპოზიციის აკრძალვა ფაქტობრივად ერთპარტიულ დიქტატურას დაამყარებს და შეუთავსებელი იქნება ევროპის საბჭოს წევრობასთან“, – განაცხადეს თანამომხსენებლებმა.
„ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო სასამართლოში წარსადგენად მოამზადა სარჩელი, რომლითაც ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიების - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „ახალის“ და „ლელო - ძლიერი საქართველოს“ არაკონსტიტუციურად გამოცხადებას მოითხოვს.
ამასთან, „ქართული ოცნება“ აკრძალვით ემუქრება ისეთ პოლიტიკურ პარტიებსაც, როგორებიცაა „ელენე ხოშტარია - დროა“ და „გირჩი - მეტი თავისუფლება“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ევროპული საქართველო“, „ფედერალისტები“ და „რესპუბლიკური პარტია“ – „იმ შემთხვევაში, თუ ისინი პოლიტიკურ პროცესზე არსებით გავლენას შეიძენენ“.
საკონსტიტუციო სარჩელით არ არის მოთხოვნილი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტიის, „გახარია - საქართველოსთვის“ აკრძალვა. როგორც „ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განმარტა, ამის მიზეზი გახარიას პარტიის პარლამენტში შესვლაა.
