არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი) აცხადებს, რომ მივა საპატრიარქოსთან, სადაც დღეს, 29 ოქტომბერს, 14:00 საათზე, საეპარქიო კომისიის კრებაზე ახსნა-განმარტებისთვისაა დაბარებული, თუმცა შენობაში მხოლოდ იმ შემთხვევაში შევა, თუ კრებას მედიაც დაესწრება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სტრასბურგის სასამართლომ გელა მთივლიშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო
- 2 გლდანის ციხის ყოფილი დირექტორი დავით გოგობერიშვილი გარდაცვლილი იპოვეს
- 3 კობახიძე: სასურველი არ არის, მოსწავლემ პირველივე კურსიდან უცხოეთში განაგრძოს სწავლა
- 4 ბერლინში მოკლული ზელიმხან ხანგოშვილის ძმას და ნათესავებს გერმანია დაატოვებინეს
- 5 ღარიბაშვილის, ლილუაშვილის და ფარცხალაძის სახლებში ჩხრეკა ჩატარდა
- 6 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული 13 პირის ვინაობა ცნობილია
სასულიერო პირის განცხადებით, მისი დაბარება პირდაპირ დაკავშირებულია მის სატელევიზიო და საჯარო გამოსვლებთან, შესაბამისად, კრებაც საჯარო უნდა იყოს.
„მე დღეს მსჯის რუსეთის ეკლესია და ბიძინა ივანიშვილი. ეს არის მათი დავალება, რომელიც უნდა შეასრულოს მეუფე შიომ. მეუფე შიო არის რუსეთის მიერ გამოგზავნილი საქართველოში და ყველა, ვინც კი რუსეთს შეურაცხყოფს, ან აგინებს, ან ამბობს, რომ მტერია, ყველა უნდა გაანეიტრალოს. ერთ-ერთი აღმოვჩნდი მე, რომელიც რუსული ეკლესიის მოწინააღმდეგე და რუსული სახელმწიფოს მოწინააღმდეგე ვარ. ჩემი მთელი ქადაგებაა ის, რომ გამოვაჩინო საქართველოს მტერი, საქართველოს მტერი კი რუსეთია და „ოცნება“, – უთხრა ჟურნალისტებს სასულიერო პირმა.
არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი ქადაგებების თუ სატელევიზიო გამოსვლების დროს ხშირად აკრიტიკებს „ქართულ ოცნებას“ რეპრესიების გამო და აქტიურად მონაწილეობს საპროტესტო აქციებში. ის არც 16 ოქტომბერს გამოცხადდა საეპარქიო კომისიის სხდომაზე, სადაც „მკაცრი გაფრთხილება“ წერილობით გამოუცხადეს.
ეპარქიული კომისია მიიჩნევს, რომ არქიმანტრიტმა დოროთემ 16 ოქტომბრის შემდეგაც გააკეთა რამდენიმე განცხადება, რომლებშიც იკვეთება „ზნეობრივი ხასიათის“ დარღვევები, კერძოდ, ცილისმწამებლური ბრალდბები, იერარქიისა და სამღვდელოების შეურაცხყოფა.
კომისიის შემადგენლობაში არიან: საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), რომელიც კომისიას თავმჯდომარეობს, კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე და თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის კანონიკური სამართლის კათედრის გამგე, დეკანოზი ლონგინოზ სუარიშვილი.
